ფრანგმა დიზაინერმა სიმონ პორტე ჟაკმუსმა 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია - Le Splash წარადგინა. რამდენიმე დღის წინ დიზაინერის ინსტაგრამის პროფილზე გამოჩნდა ვიდეო, რომელშიც ვარდისფერნიღბიანმა მყვინთავმა ჩვენება დაანონსა.
ლავანდისა და ხორბლის მინდვრების შემდეგ, დიზაინერმა ახალი კოლექციის ჩვენება საფრანგეთის ფარგლებს გარეთ, ჰავაიზე გამართა. კუნძულის პეიზაჟებს Le Splash-ის ფერადი კოლექცია იდეალურად ერწყმოდა. ვარდისფრის სხვადასხვა ტონალობა, მკვეთრი მწვანე, ლურჯი და ნარინჯისფერი კრემისფერსა და ხორცისფერს ენაცვლებოდა. Jacquemus-ის სტილი მომდგარ მოკლე მაისურებში, ნაქსოვ დეტალებში, ტილოს კოსტიუმებსა და ფართო პერანგებში კვლავ აისახა. ჩვენებაში, რომელსაც რამდენიმე VIP სტუმარი დაესწრო, მხოლოდ ადგილობრივი ახალგაზრდები მონაწილეობდნენ.
ფოტო: Vogue
ავტორი: მარიამ ქორიძე
დაწერე კომენტარი