გაზაფხული განახლების სეზონია. იდეალური დროა დადებითი ემოციები თქვენს საყვარელ ადამიანს სამახსოვრო და საინტერესო საჩუქრით გაუზიაროთ, მით უმეტეს ახლა - რთულ და დაძაბულ დღეებში საყვარელი ადამიანების გამხნევებას და მათზე ზრუნვას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. Hammock Magazine-ს საჩუქრების სია დაგეხმარებათ მარჯანიშვილის 7-ში მდებარე თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში წარმოდგენილი მრავალფეროვანი კოლექციიდან თქვენთვის საყვარელი ადამიანისთვის, ან სულაც საკუთარი თავისთვის საინტერესო კონცეპტუალური საჩუქრები შეარჩიოთ.
Senself Rich But Light Moisturizer
სახის კანზე ზრუნვა მნიშვნელოვანი პროცესია, განსაკუთრებით ზამთრის სუსხიანი დღეების შემდეგ. სწორედ ამიტომ, გირჩევთ მარჯანიშვილის 7-ის კოლექციაში ქართული თავის მოვლის ბრენდის - Senself-ის საშუალებებზე შეაჩეროთ არჩევანი. Sense of Self - ამ კონცეფციით ბრენდი თავის მოვლის მოყვარულებს სრულიად ახალ გამოცდილებას სთავაზობს. გირჩევთ, ინოვაციური ტექნოლოგიით დამზადებული დამატენიანებელი საცხი - Rich But Light შეურჩიოთ თქვენს ადრესატს. მთავარი აქტიური ინგრედიენტი - მრავალძარღვა უჯრედულ დონეზე მოქმედებს, აფერხებს კანის დაბერების პროცესს, რის შედეგადაც კანი ბუნებრივ სიჯანსაღეს იძენს.
Moule Teardrop
სამკაული ის საჩუქარია, რითაც ნებისმიერი გემოვნების ადამიანს აუცილებლად გაახარებთ. 2020 წელს დაარსებული სამკაულების ბრენდი - Moule მინიმალისტური დიზაინის სკულპტურულ სამკაულს სთავაზობს მომხმარებელს. Teardrop ხაზი, რომელსაც ბრენდი მარჯანიშვილის 7-ის კოლექციაში წარმოადგენს, დახვეწილი დიზაინით გამოირჩევა. ვერცხლის ეს ელეგანტური ნივთი აუცილებლად მოხიბლავს სადა და საინტერესო სამკაულების მოყვარულს.
Kaveuli Venera
სასიამოვნო ემოციების გაზიარებას არომატული საჩუქრით ყველაზე კარგად მოახერხებთ. ქართული ბრენდის - Kaveuli-ს არომატები, რომელსაც თიბისი კონცეპტის სივრცეში აღმოაჩენთ, თქვენი ადრესატის ინდივიდუალიზმს გამოკვეთს. ბრენდის სუნამო - Venera-ს თამბაქოსა და ალუბლის თავბრუდამხვევი ჰაეროვანი ნაზავით თავისუფლების სიმბოლოა და მფლობელს დადებითი ენერგიით დამუხტვას ჰპირდება.
Rosebud x Sofio Gongli
მარჯანიშვილის 7-ის სივრცეში ქართული ბრენდის - Rosebud-ისა და დიზაინერ სოფო გონგლიაშვილის თანამშრომლობით შექმნილ დახვეწილი დიზაინის წინდებს აღმოაჩენთ. წინდები ორიგინალური პრინტით იდეალური საჩუქარია ყველასთვის, ვისთვისაც დეტალები მნიშვნელოვანია.
Pantone Drinking Bottle
Pantone-ის ფერადი წყლის ბოთლები იდეალური საჩუქარია საქმიანი ადამიანებისთვის ან მათთვის, ვისაც მოგზაურობა უყვარს. ეს ფერადი აქსესუარი გარდა საჭირო ფუნქციური დანიშნულებისა, განწყობის ამაღლებაზე ყოველდღიურად იზრუნებს.
Kashkash Home Spa Kit
ქართული ბრენდი - Kashkash-ი ორგანული ინგრედიენტებისგან დამზადებულ თავის მოვლის საშუალებებს სთავაზობს მომხმარებელს. თიბისი კონცეპტის სივრცეში წარმოდგენილი მრავალფეროვანი არჩევანიდან თქვენი ადრესატისთვის სახლის სპა ნაკრებს - “სუბტროპიკულ ბაღებს“” გირჩევთ. ლიმონის, ფორთოხლისა და გრეიპფრუტის არომატის სხეულის ზეთი, სკრაბი და აბაზანის საშუალებები საუკეთესო სპა რიტუალია, რომლებიც დამღლელი რუტინული დღის დასასრულს განტვირთვისთვის იდეალურია.
Izipizi Sunglasses
გაზაფხულის სეზონს ახალი მზის სათვალით უნდა შეხვდეთ. Izipizi-ის დახვეწილი მზის სათვალეები გარდა იმისა, რომ ნებისმიერ სტილს საინტერესო იერს შესძენს, საგაზაფხულო ფერებით თქვენი საყვარელი ადამიანის სასიამოვნო განწყობაზეც იზრუნებს. ამასთან, ორიგინალური დიზაინის ფერადი მოდელების შეძენა ექსკლუზიურად მხოლოდ თიბისი კონცეპტის სივრცეში შეგიძლიათ.
Comme des Garçons Wallet
იაპონური ბრენდის - Comme Des Garçon-ის მინიმალისტური ფერადი ტყავის საფულეები საკმარისად ტევადია ფულისა და საკრედიტო ბარათების შესანახად და საკმაოდ დახვეწილი, რომ დამოუკიდებელ აქსესუარადაც იქცეს. კომპაქტური აქსესუარი ლურჯ, მწვანესა და ვარდისფერშია ხელმისაწვდომი და თქვენი ადრესატის საგაზაფხულო სტილს განსაკუთრებით მოუხდება.
Chubika Candles
დიზაინერმა ნინო ჩუბინიშვილმა, იგივე Chubika-მ, სკულპტურული ნამუშევრები სანთლების სახით წარმოგვიდგინა. "ქრობადი საგნები" - ასე ჰქვია სანთლების კოლექციას, რომელიც თიბისი კონცეპტის სივრცეში თქვენს ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობს და ორიგინალური ნივთების მოყვარულებისთვის ინტერიერში საინტერესო გარემოს შექმნის.
Loop
ღია ფერებისა და საინტერესო ფორმის Loop-ის ხელნაკეთი სანათები ინტერიერში განსაკუთრებულ ატმოსფეროს შექმნის. უნივერსალური გამოყენების დეკორაციული ობიექტები საუკეთესო საჩუქარია მათთვის, ვისაც მარტივი და ორიგინალური კონცეპტუალური ნივთები მოსწონს.
ავტორი: მარიამ ქორიძე
დაწერე კომენტარი