კორეელმა მზარეულმა Suea-მ სუშისა და კარაქის სერვირების შთაგონება მის ვან დერ როესა და ლე კორბუზიეს ცნობილი ნამუშევრებისგან მიიღო. შედეგად - მის ვან დერ როეს Barcelona Chair-ზე სუშის ორი ხვეულა, ხოლო ლე კორბუზიეს დიზაინის მსგავს სავარძელში კარაქის ნაჭრებია განთავსებული.

“ყოველთვის ვცდილობ რაღაც ახალი გავაკეთო. მაშინ, როდესაც სტუმრების გაცისკროვნებულ სახეებს ვხედავ, რადგან მათ ჩემი მირთმეული კერძის მსგავსი აქამდე არაფერი უნახავთ, სიხარულით ვივსები, - ამბობს Suea ერთ-ერთ  ინტერვიუში. - ყოველთვის მეკითხებიან, საიდან მიჩნდება საკვებთან დაკავშირებით მსგავსი იდეები, რაზეც ყოველთვის ვიბნევი და მეცინება. ამ კითხვაზე პასუხი არასოდეს მაქვს. ასევე მგონია, რომ რაც უფრო მეტად ვმუშაობ საკვების დიზაინზე, მით მეტად მიჩნდება სურვილი, რომ ამ საქმიანობაში ჩემი სხვა გატაცებებიც ჩავრთო. ბოლო რამდენიმე წელიწადია ავეჯითა და ინტერიერის დიზაინით ვარ დაინტერესებული და ვიფიქრე, როგორ დამეკავშირებინა ეს ორი მიმართულება ერთმანეთთან - “კარაქის სკამის” დამზადების იდეაც სწორედ აქედან წარმოიშვა”.

 

ავტორი: ანა გაბისიანი