უნგრელი ფოტოგრაფი ზოლტ ჰლინკა ბუდაპეშტის მდინარე დუნაის გასწვრივ მდებარე ისტორიული შენობების ურბანულ პორტრეტებს ქმნის. სერიაში Urban Symmetry  ჰლინკა ბუდაპეშტის ცნობილ ისტორიულ შენობებს ახლებური ხედვით წარმოადგენს და ხაზს უსვამს მათ გამორჩეულ ხასიათსა და დეტალებს. 

 

 

ბუდაპეშტის შენობები ფოტოგრაფის ნამუშევრებში ურბანული ნაწილისგან განცალკევებულია, თითოეულის ფასადის ფერის შესაბამის ფონზე განთავსებით კი ისინი ნახატებსა და სკულპტურებს ჰგავს. სურათებში ასახული მინიატურული ფანჯრებით დატვირთული პასტელური ფერის ფასადები უეს ანდერსონის ფილმის - The Grand Budapest Hotel-ის პოსტერს მოგვაგონებს. 

 


 

"ეს შენობები იდეალურად ასახავს მათ თავდაპირველ ხასიათს, - ამბობს ჰლინკა, - თითქოს შენობების პორტრეტებზე ადამიანის სახეებსა და განსხვავებულ პიროვნებებს ვხედავთ". 

 

ფოტო: Zsolt Hlinka

 

ავტორი: მარიამ ქორიძე