19 მარტიდან პარიზის ხელოვნების გალერეა - Jérôme Poggi ქართველი ხელოვანის - ვერა ფაღავას ნამუშევრების სოლო გამოფენას უმასპინძლებს.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ხელოვანის 1950-იანი წლებიდან 1980-იან წლებამდე შექმნილი აქამდე უცნობი ფიგურატიული და აბსტრაქტული ნამუშევრები, რომლებიც ხელოვანის სტილის ევოლუციას გვიჩვენებს. ვერა ფაღავა ცნობილია თავისი ნატურმორტებით და განსაკუთრებით ურბანული პეიზაჟებით, რომლებიც ფერადი გეომეტრიული ფიგურებისგანაა შედგენილი. ფიგურატიულმა სტილმა ხელოვანის შემოქმედებაში აბსტრაქტულ ნამუშევრებს დაუთმო ადგილი. Პასტელური გამა და რბილი კონტურები, რომლებსაც 1958 წლის შემდეგ შესრულებულ ნამუშევრებში ვხედავთ, ხელოვანის ინდივიდუალურ სტილს ყველაზე უკეთ გამოკვეთს და მას აბსტრაქციონისტ მხატვრად აქცევს.
ქართველი ემიგრანტი მხატვარი საფრანგეთში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. Ხელოვანის ნამუშევრებს წლების განმავლობაში არაერთი საერთაშორისო გამოფენა მიეძღვნა.
ავტორი: მარიამ ქორიძე
დაწერე კომენტარი