ქართველი მუსიკოსები უკრაინის მხარდასაჭერად კომპოზიციებს აქვეყნებენ და ომში დაზარალებულ ადამიანებს სოლიდარობას უცხადებენ. სულ ცოტა ხნის წინ შეიქმნა 26 ქართველი მუსიკოსისაგან შემდგარი ფანდრაიზინგის ჯგუფი, რომელთა კომპოზიციები ალბომში - Cure for Pain ერთიანდება. პლატფორმაზე - fundraiser4ua.bandcamp.com ალბომის გაყიდვიდან შემოსული თანხა უკრაინის ომში დაზარალებულების ფონდში გადაირიცხება. Cure for Pain-ის არტისტებს შორის შეხვდებით ანუშკა ჩხეიძეს, Gerenali Minerali-ს, Hamatsuki-ს, Hatsvali-ს, Trotsky-ს და სხვ.
ამ ჯგუფისაგან დამოუკიდებლად, უკრაინის მხარდასაჭერ მოძრაობაში ერთვებიან შემოქმედებითი განათლების სტუდიის წარმომადგენლებიც - ნათია სართანია, ნიკა მაჩაიძე და ნატალია ბერიძე, რომელთა კომპოზიციების მოსმენა bandcamp-ის მუსიკალურ პლატფორმაზეა შესაძლებელი.
sTia - Home
მუსიკოსი და შემოქმედებითი განათლების სტუდიის (CES) დამფუძნებელი ნასტია სართანია კომპოზიციას - Home მშვიდობისა და თავისუფლებისათვის მებრძოლი უკრაინელი ხალხის შინ მშვიდობიანად დაბრუნების იმედით აქვეყნებს.
Nikokoi - Lullaby for Tanya
მუსიკოსი ნიკა მაჩაიძე კომპოზიციას - Lullaby for Tanya უკრაინის ომში დაღუპულ ექვსი წლის გოგონას, ტანიასა და თითოეულ ომგამოვლილ ბავშვს უძღვნის.
ნატალია ბერიძე - The Boy Who Wakes The Universe
“გამოფხიზლდი სამყარო! ბავშვები სწორედ ამწამს იხოცებიან”, - წერს მუსიკოსი ნატალია ბერიძე კომპოზიციის აღწერაში.
ავტორი: ანა გაბისიანი
დაწერე კომენტარი