გაზაფხულის მზიანი, მაგრამ ცვალებადი ამინდები დაიწყო. ასეთ დროს განწყობის ამაღლებას გარდერობში ახალი საინტერესო და ორიგინალური ნივთების დამატებით აუცილებლად მოახერხებთ. სწორედ ამიტომ, Hammock Magazine გაზაფხულის პირველი თვის, მარტის Shopping-რეკომენდაციებს გთავაზობთ. 

 

Kato Nemsadze Bracelet


გაზაფხულის სიმბოლოდ აღქმული მერცხლები კატო ნემსაძემ ოქროსფერი სამკაულის სახით წარმოგვიდგინა. ულამაზესი სამაჯური თქვენს გარდერობში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს და ლუქში დახვეწილ შტრიხს შეიტანს. 

 

Converse x Golf Wang Python Chuck 70 OX 


Converse-მა და ამერიკელი რეპერის - Tyler the Creator-ის ტანსაცმლისა და აქსესუარების ბრენდმა - Golf Wang-მა კოლაბორაცია პასტელური ფერის სპორტული ფეხსაცმლით განაახლეს. ცისფერი ტყავის Python Chuck 70 OX იდეალურია საგაზაფხულო სეზონისთვის. 

 

Idee Fixe Lune Flats


გაზაფხულს ყველაზე მეტად ფერადი ლუქები უხდება. თუ სპორტულ სტილს დახვეწილ კლასიკურ ფეხსაცმელს ამჯობინებთ, Idee Fixe-ს მწვანე ზეთისხილისფერი ბრენდის SS21 კოლექციიდან საუკეთესო არჩევანია.

 

Susan Alexandra Sign & Symbol Necklace


ე.წ. Zodiac Jewelry-ის ტრენდი ნიუ-იორკში დაფუძნებულმა ბრენდმა - Susan Alexandra-მ ორიგინალური გზით დააბრუნა.  ხელნაკეთი ყელსაბამი ზოდიაქოს ნიშნის ოქროსფერი კულონით ყვავილოვანი დეტალებითა და ფერადი თვლებითაა გაფორმებული. მისი მორგება ნებისმიერ ლუქზე შეგიძლიათ.

 

Five to Ten Graphic Print Jumper


ქართული ბრენდის, Five to Ten-ის ხელით ნაქსოვი მრავალფეროვანი კოლექციიდან პასტელური ფერების თხელ სვიტერს გირჩევთ, რომელიც მარტის ცვალებად ამინდებში თქვენს გარდერობში ფერადოვნებას შეიტანს. 

 

Silfen Studio Ulrikke Bag


დანიურმა ბრენდმა - Silfen Studio-მ პატარა ზომის ფერადი ეკომეგობრული ჩანთების კოლექციით გაითქვა სახელი. ჩანთა - Ulrikke ვეგანური ტყავისგანაა შექმნილი და ამ გაზაფხულისთვის შესაფერისი აქსესუარია. 

 

Apres Ski Bucket Hat


ისე არაფერი უხდება გაზაფხულს, როგორც ბუნებრივი ქსოვილები და ნაქარგი დეტალები. თუ სადა და ამავდროულად,  გამორჩეული აქსესუარები გიზიდავთ, ესპანური ბრენდის - Apres Ski-ის საინტერესო კოლექციიდან ქუდს გირჩევთ ყვავილოვანი ნაქარგებით. 

 

Tutu Cosmonaut Sweatshirt


Tutu Cosmonaut-ის ფარიკაობის თემაზე შექმნილი ტანსაცმლისა და აქსესუარების კოლექციიდან ნეიტრალური ტონალობის ბაცი ყავისფერი ზედატანი შევარჩიეთ, რომელიც მარტის ცივ ამინდებში კომფორტულ ლუქს ორიგინალური ნაქარგით უფრო საინტერესოს გახდის. 

 

Ieri Store - George Keburia Ni Hao Sunglasses


მზიანი დღეები ახლოვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მზის სათვალე საჭირო აქსესუარია. Ieri Store-ში ქართველი დიზაინერის - George Keburia-ს მასიურ პასტელურ ვარდისფერ სათვალეს აღმოაჩენთ, რომელიც თქვენი გარდერობის განუყოფელი ატრიბუტი გახდება.  

 

Zeg Face Oil


სეზონის ცვლილებასთან ერთად ჩვენი სილამაზის რუტინაც საჭიროებს განახლებას. Zeg-ის სახის ზეთი გაჯერებული პროტეინებითა და ანტიოქსიდანტებით ზამთრის სიცივისგან გამომშრალ და უსიცოცხლო კანს ძალიან მოუხდება. 

 

Buyers - Ormaie 28° Fragrance


გაზაფხულის სეზონზე ახალ ემოციებს ახალი სურნელი მოგვანიჭებს. Ormaie-ს 28°, რომელსაც ბაიერსის მრავალფეროვან კოლექციაში აღმოაჩენთ, ჟასმინის, ტკბილი ციტრუსისა და ვანილის არომატით გაზაფხულის მოსვლას გაგრძნობინებთ.

ავტორი: მარიამ ქორიძე