Citizen Brick-მა უკრაინის მხარდამჭერი საქველმოქმედო ღონისძიების ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტის - ვოლოდიმირ ზელენსკისა და მოლოტოვის კოქტეილების მცირე ზომის ლეგოს ფიგურები შექმნა. მსურველებს შესაძლებლობა ჰქონდათ  შეკვეთით შეეძინათ შეზღუდული რაოდენობის ორი პროდუქტი - მოლოტოვის კოქტეილი უკრაინის დროშით 10 აშშ დოლარად, ხოლო ვოლოდიმირ ზელენსკის ფიგურა 100 აშშ დოლარად. კომპანიამ საქველმოქმედო ღონისძიებაზე 16 540 აშშ დოლარის შეგროვება მოახერხა. მთლიანი თანხა საქველმოქმედო ორგანიზაცია Direct Relief-ს გადაეცა, რომელიც უკრაინის მოქალაქეებს ომის დროს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას უწევს.


ჩიკაგოელი არტისტის - ჯო ტრუპიას მიერ 2010 წელს დაარსებული Citizen Brick ფიგურების შესაქმნელად ლეგოს ნაწილებს იყენებს. დამზადების პროცესი ლეგოს სათამაშოების გადადნობით იწყება, რომლის გამოყენებით Citizen Brick შემდგომში უნიკალური დიზაინის ფიგურებს ქმნის. 

 

ფოტო: designboom

 

ავტორი: მარიამ ქორიძე