ხელოვანი მარინა აბრამოვიჩი გალერეა Sean Kelly-სთან და პლატფორმა Artsy-სთან თანამშრომლობით უკრაინის მხარდასაჭერ აუქციონს გამართავს, რომლის ფარგლებში აუქციონში გამარჯვებულ ორ მონაწილესთან ერთად საკულტო პერფორმანსს - The Artist is Present-ს გაიმეორებს. ონლაინაუქციონი Artsy-ს პლატფორმაზე 17 მარტს დაიწყო და 25 მარტამდე გაგრძელდება.
ფოტოგრაფი მარკო ანელი, რომელსაც აბრამოვიჩის საკულტო პერფორმანსის ყოველი დეტალი აქვს გადაღებული, გამარჯვებულებს ხელოვანთან ერთად აღბეჭდავს. ამასთან გამარჯვებულები მიიღებენ ფოტოსურათებს ავტოგრაფით და ანელის 2021 წელს გამოქვეყნებულ პუბლიკაციას - Portraits in the Presence of Marina Abramovic.
View this post on Instagram
შეგახსენებთ, რომ 2010 წელს მარინა აბრამოვიჩმა პერფორმანსი The Artist is Present ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გამართა. პერფორმანსის განმავლობაში აბრამოვიჩი სკამზე მდუმარედ იჯდა და მუზეუმის ვიზიტორებს მის წინ დასასხდომად, თვალის კონტაქტის დასამყარებლად იწვევდა. პერფორმანსი დღეში 8 საათის განმავლობაში იმართებოდა და სამ თვეზე მეტხანს გაგრძელდა. 2012 წელს მეთიუ აკერსის რეჟისორობით პერფორმანსის შესახებ დოკუმენტური ფილმის პრემიერაც გაიმართა.
ფოტო: lamostradevalencia, marcoanelli.
დაწერე კომენტარი