2022 წლის 2 მაისს ტრადიციულად Met Gala გაიმართება. ღონისძიების თემად Gilded Glamour შეირჩა, რომელსაც გვიანი მე-19 საუკუნის “რევოლუციურ ამერიკულ მოდას” ეხმიანება. ცნობილია თანაორგანიზატორების ვინაობაც - ბლეიკ ლაივლი, რაიან რეინოლდსი, რეჯინა კინგი, ლინ-მანუელ მირანდა, ტომ ფორდი და ადამ მოსერი ანა ვინტურთან ერთად ღონისძიებას გაუძღვებიან.

 


 

შარშან, პირველად Met Gala-ს არსებობის ისტორიაში, თემა ორ ნაწილად გაიყო. 2021 წლის თემად "ამერიკული მოდის ლექსიკა" დასახელდა, წლევანდელი თემა კი მისი გაგრძელებაა.  

 


 

შეგახსენებთ, კოსტიუმების ინსტიტუტი 1948 წლიდან მაისის პირველ ორშაბათს მართავს მოდის ინდუსტრიის  მთავარ ღონისძიებას - Met Gala-ს. ყოველ წელს ასახელებენ Met Gala-ს  თემას, რომლის შთაგონებით შექმნილი სამოსი მიწვეულმა სტუმრებმა წითელ ხალიჩაზე უნდა წარმოადგინონ. 

 

ფოტო: Vogue, NY Times, Getty Images

 

ავტორი: მარიამ ქორიძე