იაპონელი ხელოვანი ჰაჯიმე სორაიამა ახალ ნამუშევარს მშვიდობის სიმბოლოს ნიშნით აქვეყნებს. ჩამორთმეული ხელები, როგორც კონსესუსის გამომხატველი გავრცელებული ჟესტი, კომპოზიციის ცენტრალურ ნაწილს იკავებს და სუბიექტების შეხების წერტილის ლურჯ ფონზე გამოსახვით, ორივე მხარის შეთანხმებაზე აქცენტირდება. სურათი ორი განსხვავებული არსების ინტერაქციას ასახავს - ერთი მხრივ, ჩვენ წინაშეა ძალაუფლების მფლობელი მამაკაცი, რომლის სტატუსზე კოსტიუმის დეტალი მიუთითებს, მეორე მხრივ კი რობოტის შიშველი მკლავის გამოსახულება, რომელიც მამაკაცის დაძარღვულ მაჯასთან მანქანური ფორმებით კონტრასტულ ზღვარს ავლებს. ჰაჯიმე სორაიამას შემოქმედება სენსუალობისა და ტექნოლოგიის სინთეზით ხასიათდება, რომლის მთავარი პერსონაჟების - რობოტების გამოსახულებები სექსუალურ ფორმებადაა გარდაქმნილი. სორაიამა ახალ ნამუშევარში რობოტის სხეულის ნაწილს აჩვენებს, რომლის სექსუალობის ნიშანი ამჯერად გამქრალია.
ფოტო: hajimesorayamaofficial
ავტორი: ანა გაბისიანი
დაწერე კომენტარი