20 მარტს კაჭრეთის “ამბასადორში”, რია ქებურიას ფონდის გალერეაში ხელოვან გელა მიქავას პერსონალური გამოფენა, სახელწოდებით - Tribute To The Yellow Wheat Fields And Peaceful, Blue Sky გაიხსნა, რომელიც ათი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი ნამუშევრები რუსეთ-უკრაინის ომის მტკივნეულ მოვლენებს ეხმიანება და სხვადასხვა უკიდურესობებს შორის კონტრასტის წარმოჩენას ემსახურება, ესენია -  ომი და მშვიდობა, სიცოცხლე და სიკვდილი, სინათლე და სიბნელე. “დღეს უკიდურესობების გადაკვეთაზე გარდამტეხი ცვლილებების წინაშე ვდგავართ, სადაც მკვეთრი მოქმედება აუცილებელი და გარდაუვალია”, - ვკითხულობთ გამოფენის პრესრელიზში.