საუკუნეების მანძილზე ჩინეთის სამხრეთ პროვინცია, ხუნანი, სამყაროსგან მალულად ინახავდა საიდუმლო ენას. მას მხოლოდ ამ ტერიტორიაზე მცხოვრები დედები და დები იყენებდნენ. გაურკვევლად რთული საწერი სისტემა - Nüshu - ქალებს შესაძლებლობას აძლევდა თავიანთი ემოციები იმ სოციალურ-პოლიტიკურ და გენდერულად უთანასწორო საზოგადოებისაგან დამოუკიდებლად გამოეხატათ, რომელშიც მათ ცხოვრება უწევდათ.




ამ მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენის ფონზე, მუსიკოსებმა ლაგა კოუნდორმა და ემბერ აკილამ შანხაიში  დააარსეს კლუბი NVSHU. მათი მიზანი ქალთა ჯგუფებისთვის იმ DJ ვორქშოფების შექმნა იყო, რომელიც მათ ცხოვრების უკეთ წარმართვაში დაეხმარებოდათ.




ვორქშოფის შემდეგ, ლონდონში მცხოვრებმა ჩინელმა ფოტოგრაფმა ჯოის ენგმა რეჟისორის როლი მოირგო და შთამაგონებელი სინაზის მიღმა ქალის ის ძლიერი ბუნება წარმოგვიდგინა, რომლითაც ყალიბდებოდა და ძლიერდებოდა ჩინელი დების კავშირი (姐妹).  ფილმი ჩინეთთან ასოცირებულ ყველა კლიშეს: ჩინური ბაღების, ჩაის ცერემონიებისა თუ ბრინჯის კულტურის ნამდვილ სახეს ააშკარავებს. ჯოისის აზრით, ჩვენ ჯერ კიდევ იმ მსოფლიოში ვცხოვრობთ, სადაც არსებული პატრიარქატის საბოლოოდ დასამხობად ქალებმა ერთმანეთი უნდა გააძლიერონ. აუცილებელია გავიგოთ, რომ სწორედ ისეთი ჰუმანური გრძნობები, როგორებიც სიყვარული, სევდა და იმედია, ადამიანს სრულფასოვან პიროვნებად აქცევს. ფილმის მთავარი სათქმელიც ისაა, რომ თანამედროვე ჩინეთში (შესაბამისად, მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც) ემოციურობა და სიძლიერე ურთიერთგამომრიცხავ კონცეფციებად აღარ უნდა გვევლინებოდეს.