ორწლიანი რესტავრაციის შემდეგ პარიზის მდიდრული სასტუმრო - Dior Particulier კვლავ ღიაა სტუმრებისა და ვიზიტორებისთვის.
30 Montaigne-ზე მდებარე შენობა 1946 წლიდან Dior-ის ლეგენდარული კოლექციების სახლია. 10,000 კვადრატული მეტრი ფართობის შენობა ოტ კუტიურ სალონს, საკონდიტროსა და რესტორან - Monsieur Dior-ს აერთიანებს.
შენობის პირველ სართულზე Dior-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელის - მარია გრაცია კიურის მიერ მოდის სახლისთვის შექმნილი ქალის სამოსი და აქსესუარებია წარმოდგენილი, იმავე სართულზეა კიმ ჯონსის მამაკაცის ხაზის კოლექციებიც.
რესტორანში - Monsieur Dior სტუმრებს ფრანგი შეფმზარეული - ჟან იმბერტი ფრანგული კულინარიის შედევრებს სთავაზობს. არქიტექტორ პეტერ მარინოს მიერ დაპროექტებული სასტუმრო ასევე მოიცავს ღია ბაღსა და ორანჟერეას.
ფოტო: Dior, LVMH
ავტორი: მარიამ ქორიძე
დაწერე კომენტარი