ამერიკელი არქიტექტურის ფოტოგრაფის - ტიმოთი ჰერსლეის 1980-იანი წლების შემოქმედება ენდი უორჰოლის უკანასკნელი Factory-ს ამსახველ ფოტოებსაც აერთიანებს. ჰერსლეის კადრები Factory-ს სხვადასხვა სივრცესა და მასთან დამეგობრებულ პირებს აღბეჭდავს, რომელთა შორისაა - ენდი უორჰოლის, კით ჰარინგისა და ბიანკა ჯაგერის ერთობლივი ფოტოსურათი, ასევე უორჰოლის სტუდია და მისი ავტოპორტრეტები, ლობიში გამოფენილი ინგრიდ ბერგმანის ცნობილი სერია, ფრედ ჰიუზის ოფისის ინტერიერი, Interviw Magazine-ის სივრცე და სხვ. Factory-ს სერიის 11 ფოტო წიგნში - Andy Warhol "Giant" Size არის შესული.

 

ფოტო: ტიმოთი ჰერსლეი

ავტორი: ანა გაბისიანი