ბრიტანელმა არტისტმა ჰარი სტაილსმა მესამე სტუდიური ალბომის გამოშვება დააანონსა. ალბომი - Harry's House 20 მაისს გამოვა და უკვე წინასწარ შეიძლება შეკვეთა. 

როგორც ცნობილია, ალბომი 13 მუსიკალური კომპოზიციისგან შედგება. მომღერალმა Harry's House-ის გამოშვება ალბომის გარეკანითა და 40-წუთიანი ვიდეორგოლით დააანონსა. 

მუსიკოსის თაყვანისმცემლების აზრით, ალბომის სახელწოდება -  Harry's House მინიშნებაა არა მუსიკოსის სახლზე, არამედ მის საყვარელ შემსრულებელზე - ჯონი მიტჩელზე, რომელიც ამავე სახელწოდების სიმღერის ავტორია.

 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by @harrystyles

 

ავტორი: მარიამ ქორიძე