კომპანია „კარფური,“ რომელსაც საქართველოში წარმოადგენს "მაჯიდ ალ ფუტაიმი“, ყოველთვის მოწინავე იყო მომხმარებლებზე ზრუნვისა და მათი ცხოვრების გამარტივების თვალსაზრისით. ციფრული მომსახურების ზრდით ფრანგული ბრენდი მიზნად ისახავს, მოსახერხებელი და უსაფრთხო სერვისი  შესთავაზოს თავის მომხმარებლებს.

 

ამ ერთგულების და პასუხისმგებლობის კიდევ ერთი დასტურია ახალი ციფრული სერვისის – Carrefour Now-ს დანერგვა, მთავარი სლოგანით “5000 პროდუქტი 60 წუთში!” აპლიკაციის საშუალებით „კარფურში“ შოპინგი უკვე ხელმისაწვდომია ონლაინრეჟიმში. ციფრული სერვისი უზრუნველყოფს მომხმარებლის მიერ შეკვეთილი პროდუქციის მიწოდებას მობილური მოწყობილობების მეშვეობით 60 წუთში.

აპლიკაციით სარგებლობისას შესაძლებელია სხვადასხვა საინტერესო აქციებითა და საჩუქრებით სარგებლობა.

 

აღსანიშნავია, რომ მომხმარებელი, რომელიც პირველად შეიძენს პროდუქციას ონლაინ, მიიღებს 5-ლარიან ფასდაკლებას პრომო კოდის მეშვეობით (კოდი: NEW5GE). 

 

მობილური აპლიკაცია, სახელწოდებით „MAF CARREFOUR“ ხელმისაწვდომია როგორც Android, ისე iOS სისტემისთვის და ამ ეტაპზე, მოქმედებს მხოლოდ თბილისის მასშტაბით.

აპლიკაციის გადმოსაწერად ეწვიეთ ბმულს.

 

ახალი ონლაინპლატფორმით ასევე, ხელმისაწვდომია ლოიალობის პროგრამა MyClub, რომელიც მომხმარებელს ქულების დაგროვებასთან ერთად, საშუალებას აძლევს გადაიხადოს ამავე ქულებით და ისარგებლოს განსაკუთრებული შეთავაზებებით. 

„კარფური“ მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდია, რომლის მიზანია ჰყავდეს მეტი კმაყოფილი მომხმარებელი.  ბრენდის ფიზიკური და ციფრული გაფართოება აქტიურად გრძელდება. „კარფური“ სულ უფრო მეტ სასიამოვნო სიახლესა და სიურპრიზებს შესთავაზებს თავის ერთგულ მომხმარებლებს, საქართველოში ოპერირების 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით.