ქართველი ხელოვანი ელენე ჩანტლაძე ავსტრალიაში, ქალაქ ლისმორში გამართულ ჯგუფურ გამოფენაზე მიიღებს მონაწილეობას. გამოფენის სათაურია - Girls, Girls, Girls, რომლის კურატორი მოდის დიზაინერი სიმონე როჩაა.

 

კასი ნანადა

 

შან კოსტელო

 

ელენე ჩანტლაძის ნამუშევრებთან ერთად ექსპოზიცია სინდი შერმანის, ლუის ბურჟუასა და პეტრა კოლინსის შემოქმედებასაც გააერთიანებს. გამოფენა სხვადასხვა თაობის  ხელოვანი ქალის თვალთახედვას მრავალფეროვანი გზებით წარმოაჩენს. ექსპოზიცია Lismore Castle Arts-ში 2 აპრილს გაიხსნება და 30 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. 

 

სოფი ბარბერი

 

დოროთი კროსი

 


ელენე ჩანტლაძე

 

ელენე ჩანტლაძის (1964) ნამუშევრები როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც გამოფენილა. მათ შორის გალერეა lc Queisser-ში, გალერეა “ნექტარში”, Ausstellungsraum Klingental-ში და ლონდონის Modern Art-ში.

 

 

ფოტო: Lismore Castle Arts, ft.com

 

ავტორი: ანა გაბისიანი