ელექტრონული მუსიკის კომპოზიტორი ანუშკა ჩხეიძე ახალ კომპოზიციას, სათაურით War Generation, Again აქვეყნებს, რომლის მოსმენა bandcamp-ის პლატფორმაზეა შესაძლებელი.
“არასოდეს მიფიქრია, რომ ჩემი თაობა თუ ომის თაობა იქნებოდა, მაგრამ ახლა ყოველდღე ვფიქრობ, როგორ შემიძლია ვიყო მზად, რომ გავხდე ჯარისკაცი. ხელოვნება კარგავს თავის მნიშვნელობას მაშინ, როცა ბომბები ცვივა ციდან. ომის დროს დიდ ბოროტებას ვუსწორებთ თვალს, რის გამოც შეუძლებელია თავი მშვიდად და უმნიშვნელოდ იგრძნო. მჯერა, რომ დაიბადება ისეთი თაობა, რომელიც ომს ვეღარასოდეს იხილავს”, - წერს მუსიკოსი.
კომპოზიციის War Generation, Again-ის გადმოწერა bandcamp-ის პლატფორმიდან ნებისმიერ ფასად შეგიძლიათ. დონაცია უკრაინაში დაზარალებული ბავშვების ფონდში გადაირიცხება.
ავტორი: ანა გაბისიანი
დაწერე კომენტარი