28 მარტს ლოს-ანჯელესში, ჰოლივუდის ბულვარში, ოსკარის 94-ე დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. Dolby Theatre-ის წითელ ხალიჩაზე მსახიობები და მომღერლები ცნობილი მოდის სახლების ულამაზეს კოსტიუმებში ვიხილეთ. წარმოგიდგენთ საუკეთესო კოსტიუმებს ოსკარის დაჯილდოების წითელი ხალიჩიდან. 

 

Beyonce David Koma

ოსკარის დაჯილდოების ცერემონია Beyonce-ს შესრულებით გაიხსნა, რომლისთვისაც მომღერალმა David Koma-ს თვალისმომჭრელი ყვითელი კაბა მოირგო.  

 

Zendaya Valentino Couture


ზენდაიას Valentino Haute Couture კოსტიუმი ეცვა, რომელიც თეთრი აბრეშუმის პერანგისა და ვერცხლისფერი ბრჭყვიალა ქვედაბოლოსგან შედგებოდა. Ბრილიანტის სამკაული განსაკუთრებულად უხდებოდა ბრჭყვიალა ელეგანტურ ლუქს. 

 

Zoë Kravitz Saint Laurent


Saint Laurent-ის მუზა ზოი კრავიცი წითელ ხალიჩაზე ფრანგული მოდის სახლის პასტელურ ვარდისფერ ნაზ კაბაში წარდგა, რომელმაც ოდრი ჰეპბერნის ლუქი მოგვაგონა.

 

Timothée Chalamet Louis Vuitton


2022 წლის ოსკარზე Dune-ს ვარსკვლავმა ტიმოთი შალამემ Louis Vuitton-ის შავი ფერის ბრჭყვიალა კოსტიუმით მიიპყრო ყურადღება.

 

Maggie Gyllenhaal Schiaparelli Couture


მეგი ჯილენჰოლმა Schiaparelli-ის Შავი სტრუქტურული კაბა მოირგო. კაბას ოქროს დეტალები ამშვენებდა.

 

Nicole Kidman Armani Prive


საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინანტი ნიკოლ კიდმანი განსაცვიფრებლად გამოიყურებოდა Armani Prive-ის კაბაში, ლუქს კლასიკური Omega-ს საათი ამშვენებდა. 

 

Kristen Stewart Chanel


საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინანტი კრისტენ სტიუარტი ტრადიციულად Chanel-ის კოსტიუმში გამოჩნდა, რომელიც შავი ფერის პიჯაკისა და შორტისგან შედგებოდა. 

 

Billie Eilish Gucci


თინეიჯერების საყვარელი მომღერალი - ბილი აილიში წითელ ხალიჩაზე Gucci-ის გოტიკური სტილის შავი კაბით გამოჩნდა. 

 

Jessica Chastain Gucci 


ჯესიკა ჩესტეინს ალესანდრო მიკელეს მიერ Gucci-სთვის შექმნილი გარდამავალი ფერის მბზინავი კაბა ამშვენებდა.

 

Uma Thurman Bottega Veneta


Მსახიობი უმა თურმანი, ზენდეიას მსგავსად, წითელ ხალიჩაზე თეთრი პერანგით ვიხილეთ, თუმცა Bottega Veneta-ს ლუქი უფრო მინიმალისტური იყო. 

 

Kim Kardashian Balenciaga


დაჯილდოების შემდეგ ტრადიციულად Vanity Fair-ის After Party გაიმართა, რომლისთვისაც კიმ კარდაშიანმა Balenciaga-ს ფუტურისტული ცისფერი კაბა აირჩია. 

 

ფოტო: Vogue, People’s, Getty Images

 

ავტორი: მარიამ ქორიძე