ბოლო რამდენიმე წელიწადია, რაც საერთო სამუშაო სივრცეში მუშაობის პრაქტიკა საქართველოშიც დამკვიდრდა. სივრცე, რომელიც მომხმარებლებს როგორც სამუშაოდ, ასევე განსატვირთადაც მყუდრო გარემოს სთავაზობს, განსხვავებული პროფესიის ადამიანების ერთ გარემოში მუშაობას სასიამოვნო გამოცდილებად აქცევს. სამუშაო ადგილი, რომელიც თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში მდებარეობს, მომხმარებლებს სთავაზობს კომფორტულ გარემოს - როგორც მოსასვენებელ, ისე თვითმომსახურების სივრცესა და წიგნების ფართო არჩევანს.
თიბისი კონცეპტის სამუშაო სივრცეში სტუმარს შეუძლია იმუშაოს როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად, მისთვის განკუთვნილ საერთო სამუშაო სივრცეში ან შეხვედრების ოთახში. თვითმომსახურების სივრცეში სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ უმაღლესი ხარისხის ყავა - Five Elephant, ჩაი - Wedwoodge და თიბისი კონცეპტის შეფის მიერ მომზადებული ორცხობილა.
თიბისი კონცეპტის სამუშაო სივრცის მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ როგორც დღიური მომსახურებით, ასევე გრძელვადიანი აბონიმენტებით. დღიური მომსახურებით სარგებლობა ნებისმიერი მომხმარებლისთვისაა შესაძლებელი, უშუალოდ კონცეპტის მომხმარებლებისათვის კი 20%-იანი ქეშ ბექი მოქმედებს. სივრცის აბონიმენტებით სარგებლობა კი მხოლოდ კონცეპტის მომხმარებლებს შეუძლიათ, რომლებზეც ასევე 20%-იანი ქეშ ბექი მოქმედებს.
კონცეპტის ნაკრების მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ოთხი უფასო ვიზიტით: 2 ვიზიტით სამუშაო სივრცეში 10:00-20:00 საათამდე და 2 ვიზიტით შეხვედრების ოთახში ორი საათის განმავლობაში.
თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე ქალაქის ისტორიულ უბანში, მარჯანიშვილის 7-ში მდებარეობს. აქ ერთ სივრცეში შესაძლებელია როგორც კომფორტულ გარემოში მუშაობა, ისე მიმდინარე სახელოვნებო გამოფენების დათვალიერება, საინტერესო შეხვედრებზე დასწრება და თვითგანვითარებაზე მუდმივად ზრუნვა. ამ კვირაში თიბისი კონცეპტის სივრცის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ გამოფენას - “წიქარა - მუზეუმი მუზეუმში”, რომლის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება როგორც კურატორების, ისე თამარ ნადირაძის, ზურა მჭედლიშვილის, ვარლამ ჯმუხაძის, ირაკლი ჭუმბურიძისა და ნატო ბაგრატიონის ნამუშევრები. ასევე, თიბისი კონცეპტის სივრცის ბიბლიოთეკა გთავაზობთ წიგნის კლუბის შეხვედრების განახლებულ სერიას, სადაც შესაძლებლობა გაქვთ შეხვედრის მასპინძელთან და მოწვეულ სპიკერებთან ერთად ლიტერატურული ნაშრომების განხილვასა და დისკუსიაში მიიღოთ მონაწილეობა.
სამუშაო სივრცით სარგებლობა შესაძლებელია ყოველდღე, კვირის გარდა, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 10:00-20:00 საათამდე.
ავტორი: ანა გაბისიანი
დაწერე კომენტარი