ჩინელი ხელოვანი კაი გუი-ქიანგი მულტიმედია არტისტია, რომლის შემოქმედებითი პრაქტიკა მხატვრობას, პერფორმანსს, ვიდეოსა და ინსლატაციის ხელოვნებას აერთიანებს. კაი გუი-ქიანგის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი - Sky Ladder ჩინეთში, კუნძულ ჰუიუზე 2015 წლის 15 ივნისს განხორციელდა, რამაც ცისკენ მიმავალი მანათობელი ოქროსფერი კიბის სახით მნახველები ჯადოსნური სანახაობის მომსწრედ აქცია. შთამბეჭდავ ვიზუალურ ეფექტთან ერთად ინსტალაციის გრანდიოზულობას ცათამბჯენებისათვის დამახასიათებელი სიმაღლე განაპირობებს, რომელიც 1650 ფუტს უტოლდება. ინსტალაცია დაახლოებით 2 წუთისა და 30 წამის განმავლობაში გრძელდებოდა, რაც არტისტისათვის მეოთხე მცდელობა იყო, რომ პროექტი სრულყოფილი სახით ეჩვენებინა. კაი გუი-ქიანგს ნამუშევრის წარდგენის მცდელობა პირველად 1994 წელს ინგლისის ქალაქ ბათში ჰქონდა, 2001 წელს - შანხაიში, ხოლო 2021 წელს - ლოს-ანჯელესში.
“Sky Ladder-ის მიღმა ჩემი ბავშვობის ოცნება იმალება, - აღნიშნავს ხელოვანი 2015 წლის ინსტალაციაზე საუბრისას, - ჩემი წინა ნამუშევრები უფრო მეტად აბსტრაქტული და ცერემონიული ხასიათის იყო. Sky Ladder-ის ეს ვერსია კი ჩემი გულის სიღრმეებში აღწევს და მშობლიურ ქალაქთან, ნათესავებთან და მეგობრებთან მაკავშირებს… ამჯერად კიბე გამთენიის მზისკენ მიისწრაფვის და იმედს აჩენს, რაც ჩემთვის არა მხოლოდ დაბრუნების, არამედ ახალი მოგზაურობის დაწყების მნიშვნელობასაც იძენს”.
ნამუშევარი შთაგონებად იქცა ოსკარის მფლობელი რეჟისორის - კევინ მაკდონალდისათვის, რათა დოკუმენტური ფილმი - Sky Ladder: The Art of Cai Guo-Qiang გადაეღო. ფილმის პრემიერა Netflix-ის პლატფორმაზე 2016 წლის 14 ოქტომბერს გაიმართა.
ფოტო: thisiscolossal
ავტორი: ანა გაბისიანი
დაწერე კომენტარი