24-27 მარტს ვირტუალურმა პლატფორმა - Decentraland-მა პირველი ციფრული მოდის კვირეული გამართა. Metaverse Fashion Week-სთვის სპეციალურად შეიქმნა ლოკაცია, რომლის არქიტექტურა პარიზის Montaigne-ს მსგავსია. მოდის კვირეულის ფარგლებში, ვირტუალურ სამყაროში, გაიმართა ჩვენებები და პანელური დისკუსიები სხვადასხვა თემაზე. ღონისძიებაზე საკუთარი კოლექციები მოდის სახლებმა წარმოადგინეს, მათ შორისაა -  Dolce & Gabbana, Etro, Tommy Hilfiger, Estée Lauder და Elie Saab. ამავდროულად, ციფრულმა მოდის სახლებმა - Auroboros, DressX და republique-მ სივრცეები და მაღაზიები კონკრეტულ მოდურ რაიონებში განათავსეს. 

კვირეულზე იტალიურმა მოდის სახლმა - Dolce & Gabbana-მ 20 სრული ლუქი წარმოადგინა, რაც სპეციალურად Metaverse Fashion Week-ისთვის შეიქმნა. კოლექციის საჩვენებლად კატის სახის მქონე ავატარის მოდელები გამოიყენეს.

 

 

ETRO-ს Liquid Paisley კოლექცია, რომელიც მოდის სახლის საკულტო პრინტებისა და პატერნებისგან შედგებოდა, 20-მა ავატარის მოდელმა წარმოადგინა.Kollectif Catwalk კიდევ ერთი ვირტუალური ლოკაციაა, რომელმაც მოდის კვირეულის ფარგლებში რამდენიმე ჩვენებას უმასპინძლა. Perry Ellis-მა, Christine Massary-მ, MTA x DressX-მა  საკუთარი კოლექციები გამჭვირვალე მილში აჩვენეს. ვირტუალური მოდის კვირეულისთვის Selfridges-მა გახსნა სივრცე, რომელშიც Paco Rabanne-ის ვირტუალური შემოქმედებაა წარმოდგენილი.


მეტავერსის სამყაროში მოდის მოყვარულებისთვის სამოსისა და აქსესუარების კონცეფცია ჯერჯერობით ბუნდოვანია. დრო გვიჩვენებს, აქვს თუ არა რაიმე პრაქტიკული ღირებულება ციფრულ მოდურ ნივთებს. 

 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by AUROBOROS (@auro.boros)

ფოტო: Selfridges, Tommy Hilfiger, Martin Shibuya, Decentraland, Dolce & Gabbana

ავტორი: მარიამ ქორიძე