29 მარტს მილანში, გალერეა Massimo de Carlo-ში იტალიელი სკულპტორისა და პერფორმერი არტისტის - მაურიციო კატელანის ნამუშევარი განათავსეს. სკულპტურის სათაურია “შენ”, რომელიც დამთვალიერებლებს თოკზე ჩამოკიდებული არტისტის ავტოპორტრეტს აბაზანაში წარუდგენს. კატელანის სკულპტურა ფერადი ყვავილების თაიგულით ხელში, ოფიციალურ სამოსშია გამოწყობილი.
როგორც გალერეის განცხადებაში ვკითხულობთ, ინსტალაცია სიყვარულზე, მეგობრობაზე, მოწონებაზე, ძალაუფლებაზე, დანაკარგსა და მარცხზე რეფლექსირებს. “შენ” ერთდროულად სიცოცხლის სურვილისა და სიკვდილის აღმნიშვნელ სურათს გვთავაზობს - სკულპტურას, რომელიც ერთი მხრივ, გალერეის სტუმრებს თავაზიანი ჟესტით ეგებება, მეორე მხრივ კი, მათ ბრუტალური სანახაობის, გამოსათხოვარი ცერემონიის მონაწილეებად აქცევს.
ინსტალაციის ნახვა 2022 წლის ივნისამდე იქნება შესაძლებელი.
ფოტო: Designboom
ავტორი: ანა გაბისიანი
დაწერე კომენტარი