პანდემიასთან ერთად, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობა ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გახდა. ნეგატიური ახალი ამბები, გაურკვევლობა, მარტოობა, დამატებითი სტრესი სამუშაო სივრცეში ან სასწავლებელში... არცერთი ჩვენგანი არ არის დაცული იმ შფოთვისგან, რომელიც ამგვარმა კომბინაციამ შეიძლება გამოიწვიოს. იდეალური დროა დაიწყოთ ფიზიკური აქტივობა, ჩაიტაროთ გამაჯანსაღებელი პროცედურები, ეწვიოთ საინტერესო ვორკშოპებს... სწორედ ამიტომ, Hammock Magazine-სა და თიბისი კონცეპტის Wellness გზამკვლევს გთავაზობთ, რომელიც ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის მისაღწევად საჭირო სხვადასხვა საინტერესო აქტივობას აერთიანებს.
ფიზიკური აქტივობა - ვარჯიში
აქტიურ ვარჯიშს გარდა ფიზიკური სიჯანსაღისა, ფსიქიკური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლადაც უამრავი სასარგებლო თვისება აქვს. სპორტულ აქტივობა დაგეხმარებათ დეპრესიისა და შფოთვის მკურნალობაში კონცენტრაციითა და ნეგატიური აზრებისგან ყურადღების გადატანით. ყოველდღიურად სპორტულ დარბაზში სიარული კი მოტივაციას აგიმაღლებთ და უფრო პროდუქტიულს გაგხდით. თუ სპორტული აქტივობის დაწყებას აპირებთ, სავარჯიშო ცენტრი - ოკტოპუსი საუკეთესო არჩევანია. ოკტოპუსის კეთილმოწყობილ დარბაზში გამოცდილი მწვრთნელები თქვენი ფიზიკური და გონებრივი სიჯანსაღის გაუმჯობესებას შეეცდებიან. ამასთან, თიბისი კონცეპტის მომხმარებლებსშეთავაზების ფარგლებში, შესაძლებლობა გაქვთ სამთვიან აბონემენტზე 10%-იანი ფასდაკლებით 2022 წლის 30 ივნისამდე ისარგებლოთ.
გამაჯანსაღებელი პროცედურები
ფიზიკური გაჯანსაღება აუცილებელია, რომ გონებასა და სხეულს საშუალება მისცეთ გამოჯანმრთელდეს სტრესის ფიზიკური ზემოქმედებისგან, რომელსაც უმკლავდებით მთელი დღის განმავლობაში. პანდემიისა და თვითიზოლაციისგან გამოწვეული სტრესისგან თავის დასაღწევად, განსატვირთად და მაქსიმალური დასვენებისთვის ეწვიეთ სპორტკომპლექს ნეპტუნს. თანამედროვე კომპლექსში დაგხვდებათ საცურაო აუზი, ტრენაჟორები, ორთქლისა და მშრალი საუნები. თიბისი კონცეპტის შეთავაზების ფარგლებში, შეგიძლიათ აირჩიოთ ნეპტუნის პაკეტები - ნეპტუნ პრაიმი, ნეპტუნ სტანდარტი ან ნეპტუნ ეკო და ისარგებლოთ 15%-იანი ფასდაკლებით. თითოეული პაკეტი ულიმიტოდ მოიცავს საცურაო აუზებს, სავარჯიშო და სატრენაჟორო დარბაზებს, უფასო ჯგუფურ ვარჯიშებს, ორთქლისა და მშრალ საუნებს. შეთავაზება ძალაშია 2022 წლის 5 აპრილამდე.
თუ ფიზიკურ გაჯანსაღებას მასაჟის პროცედურებით გადაწყვეტთ, გირჩევთ თიბისი კონცეპტის შეთავაზებას გაეცნოთ და სილამაზის სალონს - Dessange-ს ესტუმროთ. ცხოვრების წესი თუ ფიზიკური უმოქმედობა, რაც ჩვენს სხეულზე აისახება, გავლენას ახდენს თვითშეფასებაზე, რისი ნაკლებობაც სტრესის გამომწვევი ახალი მიზეზი ხდება. თიბისი კონცეპტის შეთავაზების ფარგლებში შესაძლებლობა გაქვთ სილამაზის სალონში - დესანჟში სხეულის საკორექციო პროგრამას მიმართოთ, რომელზეც თიბისი კონცეპტის მომხმარებლები სპეციალური ფასდაკლებით ისარგებლებთ. პროგრამა ანტიცელულიტურ, სხეულისა და სახის LPG პროცედურებსა და ცხელი ქვებით მასაჟს აერთიანებს. ამასთან, დამატებით სარელაქსაციო მასაჟით სარგებლობის შემთხვევაში საჩუქრად სახის სპა მასაჟსაც მიიღებთ. გარდა ამისა, თიბისი კონცეპტმა თავის მომხმარებლებს დესანჟის თმის სპა თერაპიაზეც მოუმზადა სპეციალური ფასდაკლება - თმის ორი სპა პროცედურის შემდეგ კიდევ ერთ პროცედურას საჩუქრად მიიღებთ. პირველ ვიზიტზე 15%-იანი ფასდაკლებით, შემდეგ ვიზიტებზე კი 2 თვე 10%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ. შეთავაზება 2022 წლის 30 აპრილამდეა ძალაში.
კანის მოვლა
მას შემდეგ რაც სამედიცინო პირბადე ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილად იქცა, სახის კანის მოვლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა. კანის ტიპის მიხედვით შერჩეული პროდუქტების დახმარებით სრულყოფილად ჩატარებული თავის მოვლის რუტინა თქვენი სახის კანის სიჯანსაღეს უზრუნველყოფს. თიბისი კონცეპტის შეთავაზების ფარგლებში კანის მოვლის ბელგიური ბრენდის ექსკლუზიურ ნაკრებზე - “ნომიჟე” თიბისი კონცეპტის მომხმარებლები 15%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ. კანის დნმ ანალიზისა და ვრცელი დნმ დასკვნის შემდეგ, მიიღებთ 4 პერსონალურად დამზადებულ კანის მოვლის პროდუქტს, მარმარილოს სადგამსა და ნატურალური ქსოვილის სამგზავრო ჩანთას. გაითვალისწინეთ, რომ კანის გამოკვლევა ბელგიაში, სპეციალურ სერტიფიცირებულ ევროპული სტანდატების ლაბორატორიებში ტარდება. თიბისი კონცეპტის შეთავაზებით 2022 წლის 31 მაისამდე ისარგებლებთ.
ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია
საკუთარი თავის აღმოჩენა და თვითშემეცნება სტრესული ცხოვრებისეული მოვლენების დროს ნეგატიური ემოციების თავიდან აცილებისა და საერთო პოზიტიური ხედვის შენარჩუნებაში გვიწყობს ხელს. ფსიქოლოგთან კონსულტაცია დაგეხმარებათ უფრო თავდაჯერებულად იგრძნოთ თავი, მართოთ სტრესი და განიხილოთ თქვენი ცხოვრების სხვადასხვა ასპექტები. ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი - “ანიმუსი” დაგეხმარებათ საკუთარი რესურსების აღმოჩენის გზით, ფსიქოლოგიური გამოწვევების გადაჭრასა და თვითგანვითარებაში. შეგიძლიათ დაგეგმოთ ვიზიტი ანიმუსის მაღალკვალიფიციურ გუნდთან და თიბისი კონცეპტის შეთავაზების ფარგლებში ქვემოთ ჩამოთვლილ თერაპიის პროგრამებზე სპეციალური ფასდაკლებითაც ისარგებლოთ. ინდივიდუალური და წყვილების თერაპიულ ვიზიტზე ფსიქოლოგთან 15%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ, ჯგუფური თერაპიის პროგრამასა და ნებისმიერ საგანმანათლებლო კურსზე კი 20%-იანი ფასდაკლებით. თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის შეთავაზება 2022 წლის 30 სექტემბრამდე მოქმედებს.
“ფილიპ პომელის სახელობის ფრანგული ფსიქოთერაპიის ცენტრის” პროფესიონალების გუნდი თანამედროვე ფსიქოთერაპიული და ფსიქოანალიტიკური მიდგომებით თქვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე იზრუნებს. ფსიქოთერაპიის ცენტრში შეგიძლიათ ისარგებლოთ როგორც ჯგუფური, ისე ინდივიდუალური თერაპიით. თითოეულ თერაპიულ კონსულტაციაზე თიბისი კონცეპტის შეთავაზების ფარგლებში 20%-მდე ფასდაკლებით ისარგებლებთ 2022 წლის 30 ივნისამდე.
თიხის მასტერკლასი
მხატვრული შემოქმედება ჯერ კიდევ უძველესი დროიდან არის მცდელობა გამოხატვისა და კომუნიკაციისთვის. თიხასთან ურთიერთობა, როგორც ახალ მედიუმში მუშაობა შინაგანი სამყაროს გამოხატვასა და საკუთარი თავის შეცნობაში დაგეხმარებათ. White Studio Ceramics იდეალური ადგილია შემოქმედებითი უნარების აღმოსაჩენად. სასურველი მასტერკლასით შეგიძლიათ შეისწავლოთ თიხასთან მუშაობის ტექნიკა და გამოძერწოთ ნამუშევარი ან აირჩიოთ მოხატვის მასტერკლასი. თითოეული მასტერკლასი შესაძლებლობაა მიიღოთ თიხასთან მუშაობის თერაპიული სარგებელი. ამასთან, თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს შესაძლებლობა გაქვთ შეთავაზების ფარგლებში თითოეულ მასტერკლასზე 10%-იანი ფასდაკლებით აპრილის ბოლომდე ისარგებლოთ.
მოგზაურობა
დამღლელი ყოველდღიურობით გამოწვეულ სტრესთან გასამკლავებლად გარემოს შეცვლა იდეალური გამოსავალია. თუნდაც მხოლოდ მცირე დროით, უქმეების ქალაქგარეთ გატარება დაგეხმარებათ ახალი ენერგიითა და ემოციებით დაიმუხტოთ და ყოველდღიურ საქმიანობას განახლებული ძალებით დაუბრუნდეთ. ბუტიკის ტიპის სასტუმრო - “ვაზისუბნის მამული” კახეთში სწორედ ის ადგილია, სადაც დროს კომფორტულად და მშვიდად გაატარებთ. თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს შესაძლებლობა გაქვთ შეთავაზების ფარგლებში 14 და 15 აპრილს 10%-იანი ფასდაკლებით “ვაზისუბნის მამულის” ოთახის 2 ადამიანზე დაჯავშნის შემთხვევაში 10%-იანი ფასდაკლებით ისარგებლოთ. ამასთან, შეთავაზებაში დღეში ორი იოგას ვარჯიშიც შედის, რაც მოგზაურობას, როგორც განტვირთვის საშუალებას კიდევ უფრო სრულყოფილსა და სასიამოვნოს გახდის.
ავტორი: მარიამ ქორიძე
დაწერე კომენტარი