დღეს, 19:00 საათზე ელენე აბაშიძის საზიარო სივრცეში გიორგი გაგო გაგოშიძის, მილოშ ტრაკილოვიჩისა და ჰიტო შთეიერლის ფილმის - “მისია შესრულებულია, ბელანსიჟ” ჩვენება გაიმართება. ფილმის პრეზენტაცია თავდაპირველად ლექცია-პერფორმანსისა და ონლაინტრანსლაციის სახით Neuer Berliner Kunstverein-ში 2020 წელს გაიმართა. მას შემდეგ სამარხიანი ვიდეოინსტალაცია ევროპის სხვადასხვა ინსტიტუციაში აჩვენეს, მათ შორის დუსელდორფის K21-სა და ვენის კუნსტჰალეში.
47-წუთიანი ფილმი საინტერესოდ ასახავს 1989 წლის შემდგომ გლობალურ პოლიტიკასა და უახლეს ისტორიას მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი ბრენდის, Balenciaga-ს და მისი ყალბი ბრენდის, “ბელანსიჟის” მეშვეობით.
ფილმის ჩვენება კვირას, 3 აპრილსაც გაიმართა. გალერეის სტუმრებს შეეძლოთ, რომ გიორგი გაგო გაგოშიძისათვის ფილმის ირგვლივ შეკითხვები დაესვათ.
დაწერე კომენტარი