იტალიურმა ავეჯის კომპანია Poltorna Frau-მ 110 წლის იუბილესთან დაკავშირებით ფილიპ პანტონისთან ითანამშრომლა, რომლის ფარგლებში არგენტინელ-ესპანელმა არტისტმა კომპანიის ცნობილი Archibald სავარძელი საკუთარი ინტერპრეტაციით, ფერადი დიზაინით წარმოადგინა. კლასიკური დიზაინის ტყავის სავარძლის ზედაპირი პანტონესათვის დამახასიათებელი ხელწერითაა შესრულებული, რაც კუბოკრულ ფორმებში, ოპტიკურ პატერნებსა და გარდამავალ ფერებში ვლინდება. არტისტი, რომელიც აღნიშნავს, რომ ფერი და სინათლე ვიზუალური ხელოვნების სულია, სავარძლის დიზაინს ტექნოლოგიურ ეპოქასთანაც აკავშირებს და მნახველს პიქსელებით მოცულ ვირტუალურ სამყაროზე აფიქრებს.

 

 

“საბოლოოდ ნამუშევრის საფუძველად Archibald-ის არჩევა მისი მინიმალისტური ფორმის გამო გადავწყვიტეთ, მაგრამ ამასთან გავითვალისწინეთ სავარძლის სახელურებისა და საზურგის დეტალების მსგავსი უნიკალური მახასიათებლები. იდეის მიხედვით უნდა გამოგვეყენებინა ძალიან მინიმალისტური, ასევე იკონური დიზაინი და ჩემს გრაფიკულ ნამუშევრებთან დაგვეპირისპირებინა, რაც ძალიან პრეტენზიული და დინამიკურია”, - აღნიშავს პანტონე Archibald სავარძელზე, რომლის დიზაინზე ფრანგმა არქიტექტორმა ჟან მარი მასომ 2009 წელს იმუშავა.

 

 

 

ფილიპ პანტონის დიზაინით შესრულებული Archiblad სავარძელი კომპანიის საიუბილეო წლის აღსანიშნავად სიმბოლურად 110 ნიმუშს აერთიანებს, რომელთა შეძენა Poltrona Frau-ს e-commerce არხზეა შესაძლებელი.

 

ფოტო: Design Boom

 

ავტორი: ანა გაბისიანი