ცხელი ვამპირული დრამებიდან რადიკალურ სექსუალურობამდე. ეს იმ ფილმების სიაა, რომლებიც შესანიშნავად წარმოგვიჩენენ სხვადასხვა დროში ხელოვნების, მოდისა და სექსის მიმართ ადამიანთა დამოკიდებულებას.

როგორც ნინა სიმონემ თქვა, ხელოვანის მთავარი მოვალეობა იმ დროის არეკვლა და აუდიტორიისთვის სწორად ჩვენებაა, რომელშიც მას უწევს ცხოვრება. მიუხედავად იმისა, რომ სიმონეს, როგორც მუსიკოსის, თვალთახედვის არეალი განსხვავებული იყო, ეს სიტყვები კინოხელოვნებასთან მაინც მჭიდრო კავშირშია. შესაბამისად, კინემატოგრაფიის ისტორიას ბევრის თქმაც შეუძლია, არა მარტო ხელოვნებასა და სტილზე, არამედ სხვადასხვა საზოგადოებრივ პოზიციებსა და შეხედულებებზეც.

ფეტიშები, ჰომოსექსუალობა, ფემინიზმი, სექსუალური ფანტაზიები... სია კიდევ უფრო გრძელდება, კინემატოგრაფიის ისტორია კი საშუალებას გვაძლევს უკეთ დავინახოთ საზოგადოებრივი აზრის მუდმივი ცვლილება.

Lolita (1962)


სტენლი კუბრიკის 1962 წლის ფილმი Lolita ვლადიმერ ნაბოკოვის რომანის ერთგვარი რეპრეზენტაციაა, რომელსაც ნამდვილი ისტორია უდევს საფუძვლად. ფილმი ზრდასრული მამაკაცისა და 14 წლის გოგონას ინტიმური ურთიერთობის ამბავს მოგვითხრობს, რამაც საზოგადოების მხრიდან დიდი ყურადღება მიიპყრო და ძლიერი კრიტიკაც დაიმსახურა.ფილმში ლოლიტას პროვოკაციულმა პერსონაჟმა იცის რა უნდა და ყველაფერს აკეთებს სასურველის მისაღებად. სწორედ მისი ამ თვისების გამო, პოპკულტურაში სახელი „ლოლიტა“ მალევე სექსუალურად გათვიცნობიერებული ახალგაზრდა გოგოს სინონიმადაც იქცა.

 The hunger (1983)


ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური ფილმი, რომელიც ოდესმე შექმნილა. ფილმი მოგვითხრობს სექსუალური ვამპირის მირიამის ისტორიას, რომელიც ექიმს უახლოვდება, შემდეგ კი იწყება მათი რომანის ამაღელვებელი ისტორიაც. ვამპირისთვის უმნიშვნელოა სხვისი სიცოცხლე, იგი მხოლოდ საკუთარ სურვილებს ცნობს და იკმაყოფილებს. მეტად ეროტიკული, მაგრამ ამასთანავე არაჯანსაღი ურთიერთობა, ნათლად წარმოგვიჩენს ტოქსიკური პარტნიორის ჭეშმარიტ სახეს. ფილმი ასევე კარგად გადმოგვცემს 1980-იან წლებში სოციუმში გავრცელებულ აივ-ინფექციის ფონსაც, როდესაც სექსის იდეაც კი, თითქმის ყველასათვის, სიკვდილთან ასოცირდებოდა. შეიძლება ითქვას, რომ მთელი ფილმი სიყვარულის, ვნების, სიცოცხლისა და სიკვდილის იმ კომბინაციას გვიჩვენებს, რომელიც გასული საუკუნის 80-იანი წლების „შიდსის კრიზისისას“ შეერთებულ შტატებში მიმდინარეობდა. აღსანიშნავია ისიც, რომ The hunger არაერთხელ ქცეულა სხვადასხვა ძვირად ღირებული პროექტების შთაგონების წყაროდ, მაგალითად, Alexander McQueen-ის 1996 წლის ზაფხულის კოლექცია, American Horror Story: Hotel-ის სისხლმოწყურებული ვამპირული სექსის სცენები და ა.შ.

3.   Basic instinct (1992)



პოლ ვერჰოვენმა თრილერი Basic instinct, ნეო-ნუარის ჟანრის ეროტიკული ელემენტებით 1992 წელს გადაიღო. ფილმში დიალოგები აგებულია ძირითად ინსტინქტებზე სექსსა და შიშზე. ეს კი ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მამაკაცთა უალტერნატივო დომინირების (პატრიარქატის) დანგრევა და ქალის, როგორც სრულუფლებიანი ადამიანის, საუკუნოვანი განუკითხაობის, სხვადასხვა დოგმებისა თუ უსამართლობის ბნელი სიღრმეებიდან განთავისუფლება. როდესაც სთოუნის პერსონაჟი შეყვარებულს შორდება, კაცს ძლიერი შიში იპყრობს. ეს ის მომენტია, როდესაც სთოუნი მკვლელი ხდება, მაგრამ არა ფიზიკური სხეულის, არამედ ადამიანის გულის - ეს ხომ ურთიერთობაში ყველაზე სასტიკი სვლაა. თუმცა, შერონის პერსონაჟი დამოუკიდებელია, მას პარტნიორი არ სჭირდება, ეს კი კაცისათვის შიშის მომგვრელია.
                                                                                                                                      

მდივანი (2002)


 ფილმიმდივანი” ბევრად უკეთ ასახავს იმ პრობლემას, რომელსაცგრეის 50 ელფერში” (უკვე მომდევნო ათწლეულში) ვაწყდებით. მართალია, ორივე ფილმში მსგავსი პასაჟებია, თუმცა აქ უფრო უუფლებო, უძლური ქალია გამოსახული. აღსანიშნავია, რომ ფილმში საოცრად სექსუალური სცენებია - რაც გასაკვირია, რადგან წიგნში საუბარია სექსზე, ყოველგვარი გრძნობების გარეშე.

“გრეის 50 ელფერისგან” განსხვავებით, ლი ჰოლვეი (მეგი ჯილენჰოლი) თავის ბოსთან BDSM ურთიერთობას აბამს. . პრობლემა ის არის, რომ ჰოლვეი თავის თავზე ძალადობს და ვერ აანალიზებს საკუთარ სავალალო ფსიქიკურ მდგომარეობას. ფილმში ჩანს, რომ, როცა არსებობს თავსებადობა, პატივისცემა და თანხმობა, მაშინ BDSM სახის ურთიერთობა სრულიადაც არ არის გასაკვირი.

ჯოჯოხეთის ანატომია (2004)

 

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ფილმი ფართო საზოგადოებისთვის  ცნობილი არ არის, ჯოჯოხეთის ანატომია გვიჩვენებს, რომ ინდი-ფილმებში სექსის სცენები ბევრად უფრო რადიკალურად და განსხვავებულად აისახება, ვიდრე ბევრ მსგავს  მაღალბიუჯეტიან ნამუშევრებში.Ფილმის რეჟისორი კატრინ ბრეია ცნობილია თავისი არასრულყოფილი, უხეში სექსუალურობით, რომელიც ამაზრზენია აუდიტორიისთვის. ფილმი გვიყვება ჰეტეროსექსუალი ქალის სექსუალურ მოგზაურობაზე გეი პორნოვარსკვლავ კაცთან (რომლის როლსაც ნამდვილი პორნოვარსკვლავი როკო სიფრედი ასრულებს) ერთად.

ბრეილატი ახერხებს საზოგადოებას მკაფიოდ დაანახვოს ის საშინელი სტიგმები, რომლებიც ქალებს დღემდე აკომპლექსებთ და აძლევთ მიზეზს, რომ რცხვენოდეთ თავიანთი ბუნებრივი სხეულების

ლურჯი ყველაზე თბილი ფერია (2013)


არაერთი ჯილდოს მფლობელ ფილმს,ლურჯი ყველაზე თბილი ფერია” იმიჯი მას შემდეგ შეელახა, რაც რეჟისორ აბდელატიფ კეშეშიზე  გავრცელდა ხმები, რომ ის ავიწროებდა ფილმის მონაწილეებსა და გადამღებ ჯგუფს

ფილმი ადელსა და ემას შორის გარდატეხის ასაკში არსებულ ზღაპრულ სიყვარულზე მოგვითხრობს. ეს არის სიყვარულისა და სიხარულის, ასევე, ტკივილისა და ტანჯვის ამბავი, რომელიც თან ახლავს მათ ურთიერთობას. ფილმი ასევე ეხება საკუთარი თავის პოვნას. ადელი ამ ურთიერთობით უპირისპირდება მის ნამდვილ მეს და ხშირად ეს ძალიან მტკივნეულია.

უმშვენიერესი კადრებით ყურადღება განსხვავებული კლასის საზოგადოების წარმომადგენელთა შეხედულებებზეც არის გამახვილებული - ადელის მუშათა კლასის ოჯახი მიიჩნევს, რომ ქალები მხოლოდ მეგობრობენ, მაშინ როცა ემას საშუალო კლასის ოჯახმა ამ ურთიერთობის შესახებ იცის და ამას ჩვეულებრივად აღიქვამს. ფილმი ერთსქესიანი წყვილის სიყვარულის ისტორიას ასახავს, რომელიც ამავდროულად გვიჩვენებს იმას, თუ რამდენად შეიცვალა საზოგადოებრივი აზრი და დამოკიდებულებები ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში.