16 აპრილს თიბისი კონცეპტის სივრცეში სახელოვნებო აუქციონი - MAUDI BOOSTER გაიმართება, სადაც მსურველები შეძლებენ 45-მდე ქართველი ხელოვანის ნამუშევარი შეიძინონ. ბლოგში თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურის და დიზაინის სკოლის დეკანი - ირინა პოპიაშვილი მისთვის სასურველ ნამუშევრებს ორ კატეგორიად შემოგთავაზებთ.

 

“მაუდის აუქციონის ნამუშევრების სელექციიდან ბევრი ჩემთვის ნაცნობი სახელია. ზოგი ჩემი ყოფილი სტუდენტია, ზოგი ჩემი კოლეგაა უნივერსიტეტიდან, ზოგიც ჩემი კოლექციის ნაწილია. არის ნამუშევრები, რომლებიც მომწონს, მაქვს კოლექციაში, მაგრამ მათთან არ ვცხოვრობ, ანუ კედელზე არ ვკიდებ ამ ნამუშევრებს. ამიტომ ჩემს არჩევანსაც ამ ორ კატეგორიად დავყოფდი - ნამუშევრები, რომლებთანაც ვიცხოვრებდი (ყოველდღე შევხედავდი) და ნამუშევრები, რომლებიც მინდა, რომ მქონდეს, მაგრამ არ მინდა ყოველდღე ვუყურებდე.”

 

რასთან ვიცხოვრებდი

 

თამარ გურგენიძე

 

"ორსული ქალი მობილური ტელეფონით", 2022

 

სალომე ჯოხაძე

 

 “თან გატარებ”, 2021 

 

ნატო სირბილაძე

 

 "პალიასტომის ტბასთან", 2021

 

მინდა მქონდეს კოლექციაში

 

ანა გზირიშვილი

 

 "ქალი იცინის ღამით", 2020-21

                                  

ანუკ ბელუგა

 

 "საუბარი" - ტილო, ზეთი, 2022 წელი

 

მარი ყალაბეგაშვილი

ჩანახატები, გედის ფორმის საცოცი მოსაჭიდებლებისთვის, პროექტიდან SINGING ROCK, 2021

ფოტო: სერა ძნელაძე