9 მარტს Gagosian-ის მუზეუმში, ლონდონში, დემიენ ჰირსტის გამოფენა - Natural History გაიხსნა. ექსპოზიცია თავს უყრის სკულპტურების 20-ზე მეტ ნიმუშს, რომლებიც 1991-დან 2021 წლამდე თარიღდება. ბრიტანელი არტისტის შემოქმედებაში მკვდარი არსებების სერიას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, რომლებიც მათი გახრწნის საწინააღმდეგო, სპეციალური ნივთიერებით გაჯერებულ სივრცეში არიან მოთავსებული. მათ შორისაა  “სიკვდილის ფიზიკური შეუძლებლობა ვინმე ცოცხალის გონებაში” (1991) - თოთხმეტფუტიანი ზვიგენი. “მინდოდა, რომ ზვიგენი საკმარისად დიდი ყოფილიყო იმისათვის, რომ შეეჭამე, ასევე დიდი მოცულობის სითხეში, რომ წარმოგედგინა, შენც იქ, მასთან ერთად იმყოფებოდი”, - აღნიშნავს არტისტი სკულპტურაზე, რომელიც მისი ცნობილი სერიის - Natural History-ს ნაწილია. 1991 წლიდან დღემდე ჰირსტის სერიაში ზვიგენთან ერთად წარმოდგენილი არიან სხვადასხვა არსებები, მათ შორის - ცხვრები, ძროხები, მტრედები თუ თევზები. 

 

“ჰირსტის ვიტრინები დაკავშირებულია სისუსტის შიშთან და შესაბამისად, იზოლირებისა და დაცულობის სურვილთან, - ვკითხულობთ გამოფენის პრესრელიზში, - თუმცა ჰირსტი არ გვთავაზობს ფორმალდეჰიდს, როგორც იმ ეფექტურ მედიუმს, რომელიც ობიექტებსა და მათი არსებობის იდეებს შემოინახავს. ჰირსტი მიდის დასკვნამდე, რომ კონსერვაციის იდეა გარდაუვალი სიკვდილის პირისპირ ამაო ხდება”.

ფოტო: Designboom

ავტორი: ანა გაბისიანი