ივნისში მილანის ტრიენალეს ფარგლებში გამოფენა “50 years of Being a Cactus” გაიმართება, რომელიც ენდი უორჰოლის ხედვით შექმნილ სამი ფერის კაქტუსს გააერთიანებს - “ენდის ლურჯ კაქტუსს”, “ენდის ვარდისფერ კაქტუსსა” და “ენდის ყვითელ კაქტუსს”. სახელგანთქმული პოპ-არტისტის ხედვით შესრულებული ინტერიერის ობიექტები იტალიელი დიზაინერების - გვიდო დროკოსა და ფრანკო მელოს “მწვანე კაქტუსის” შექმნის 50 წლისთავის აღნიშვნას ემსახურება, რომლის სიმაღლე 5 ½ ფუტს აღწევდა და სპეციალურად იტალიური დიზაინის ბრენდის - Grufram-ის დაკვეთით შეიქმნა.
უორჰოლის შთაგონებით წარმოდგენილი ახალი კაქტუსები Grufram-მა ენდი უორჰოლის ვიზუალური ხელოვნების ფონდთან თანამშრომლობით შექმნა. “პირველ ეტაპზე წარმოვიდგინეთ, თუ როგორ ასახავდა კაქტუსს უორჰოლი, შემდეგ შევქმენით მისი 3-განზომილებიანი ვერსია და კაქტუსების ისეთი სამეული შევიმუშავეთ, რომლებიც უორჰოლის შემოქმედებისათვის დამახასიათებელ ფერებს წარმოაჩენდა”, - ამბობს Gufram-ის მფლობელი და სამხატვრო ხელმძღვანელი ჩარლი ვეზა.
ავტორი: ანა გაბისიანი
დაწერე კომენტარი