17 აპრილს გალერეა LC QUEISSER ჯგუფურ გამოფენას, სახელწოდებით - In Heat Wounds Wind Holes-ს უმასპინძლებს. გამოფენაში მონაწილეობენ თოლია ასტახიშვილი, შტეფანი ჰაინცე, ქეთო ლოგუა და ნენსი ლუპო.
თოლია ასტახიშვილის მიერ მოწყობილი ადგილ - სპეციფიკური ინსტალაცია, გალერეის სივრცეს აერთიანებს და იმავდროულად, ანაწევრებს, რაც სივრცეში გადაადგილების აბსოლუტურად განსხვავებულ შესაძლებლობას ქმნის. თაბაშირის კედლებით აწყობილ არქიტექტურულ ფორმაში ინტეგრირებულია სხვადასხვა სიმბოლური გამოსახულება, ტექსტი, სამშენებლო მასალების ტექსტურები. ინსტალაცია აგრეთვე, გამოფენის მონაწილე სხვა მხატვრების ნამუშევრების პრეზენტაციის ადგილია.
თოლია ასტახიშვილი, უსათაურო, ქაღალდი, ფანქარი, ტუში, 210 x 297 მმ
შტეფანი ჰაინცეს ამორფული ფიგურებით შემდგარი აბსტრაქტული ფერწერები სივრცეში ბიოტიკური გახრწნის მოცემულობას ეხმიანებიან, მაშინ როდესაც ქეთო ლოგუას სკულპტურები გალერეის ინფრასტრუქტურაში აბსოლუტური მფლობელობიდან გადაადგილდებიან და შედეგად ,,გაძარცვული" ავტონომიურობის ამყარებენ კონტაქტს. სცენარის ცვლილება და ისტორიის ინდივიდუალური თხრობა ნენსი ლუპოს სამუშაო მასალაა. ხელოვანი გამოფენაზე ახალ ვიდეოს წარმოადგენს, რომელიც მის მშობლიური ქალაქში გადაღებული ვიდეო კადრების, დასკანერებული ნამუშევრების და ვიდეო ეფექტების ერთგვარი კოლაჟია.
გამოფენა გაიხსნება 17 მაისს, კვირას, თბილისის დროით 4 საათზე.
დაწერე კომენტარი