8 აპრილიდან 10 მაისამდე გალერეა “შარდენი” პოლონური წარმოშობის ქართველი მხატვრის, კირილ ზდანევიჩის ნამუშევრებს გამოფენს. ექსპოზიცია გააერთიანებს სხვადასხვა ქვეყნის კერძო კოლექციებში დაცულ 1910-იანი წლების გრაფიკასა და 1960-იან წლებში გუაშით შესრულებულ ნამუშევრებს.
კირილ ზდანევიჩის შემოქმედება აერთიანებს გრაფიკას, ფერწერას, თეატრის მხატვრობას, ის ასევე მუშაობდა წიგნების ილუსტრაციებზე. იყო სახელოვნებო ჯგუფების - „ფუტურისტების სინდიკატის“ და „41°“-ის წევრი. სწორედ კირილ ზდანევიჩს მიეწერება ძმასთან, ხელოვან ილია ზდანევიჩთან და მხატვარ ლე-დანტიუმთან ერთად ნიკო ფიროსმანაშვილის მხატვრობის აღმოჩენა და პოპულარიზაცია.
მისამართი: რუსთაველის 13
დაწერე კომენტარი