ალკოჰოლური სასმელების ინდუსტრიის წარმომადგენლები უკრაინის მხარდასაჭერ პლატფორმა BudmoUA-ს აფუძნებენ. მისი მიზანია მხარი დაუჭიროს კიევისა და ხარკოვის 26 რესტორანს, რომლებიც ყოველდღიურად 17 000-მდე მცხოვრებს - მათ შორის, ჯარისკაცებს, ექიმებს, მოხუცებსა და ბავშვებს, ახალგაზრდა დედებსა და საჭიროების მქონე ადამიანებს საკვებით უზრუნველყოფენ. პლატფორმის სახელწოდება უკრაინელებისათვის დამახასიათებელი ყველაზე პოპულარული და მოკლე სადღეგრძელოდან მომდინარეობს. ყოველ ჯერზე, როცა უკრაინელი სადღესასწაულო სასმისს შეავსებს, იგი აუცილებლად წარმოთქვამს სიტყვას “ბუდმო”, რაც ქართულად ითარგმნება, როგორც “დაე, ჩვენ ვიყოთ”. 

 

პლატფორმაზე დონაციის გაღება ნებისმიერ საერთაშორისო ბარსა და რესტორანს, ასევე მოხალისე პირს  შეუძლია. საერთაშორისო ბარებსა და რესტორნებს შესაძლებლობა ეძლევათ: წარადგინონ უკრაინისადმი მიძღვნილი სპეციალური კოქტეილი, რომლის გაყიდვიდან შემოსული თანხის ნაწილს BudmoUA-ს პლატფორმაზე გადარიცხავენ. მენიუში ერთი ან მეტი კოქტეილი აღნიშნონ BudmoUA-ს სტიკერით, რათა მომხმარებლები და სტუმრები სადღეგრძელოს უკრაინულად წარმოთქმაში წაახალისონ. დაპოსტონ BudmoUA-ს შესახებ თავიანთ სოციალურ მედიაში. წარმოადგინონ პლატფორმის დიზაინით შექმნილი მაისურები, QR კოდი და მენიუს სტიკერი. ორგანიზება გაუწიონ ჯაზის საღამოს მსგავს საქველმოქმედო ღონისძიებას, შესაბამისი მუსიკალური სიით კი პლატფორმა მოამარაგებთ.

 

ნებისმიერი პირისათვის დონაციის გაღება ამ მისამართზეა შესაძლებელი.