14 აპრილიდან 21 მაისამდე ელენე აბაშიძის საზიარო სივრცეში ჯგუფური გამოფენა, სახელწოდებით “გორაკის სხვა მხარეს” გაიმართება, რომელიც ოთხი ხელოვანის - ბეთ ქოლარის, ანნა კ.ე.-ის, ლიკა თარხან-მოურავისა და მაია ნავერიანის ნამუშევრებს გააერთიანებს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ქაღალდზე შესრულებული ნამუშევრები, რომლებიც შექმნილია 2000-იანი წლების დასაწყისიდან დღემდე.
გამოფენა, რომლის სახელწოდება მაია ნავერიანის ერთ-ერთი ნამუშევრიდან მომდინარეობს, მნახველს ფემინისტურ ხედვას წარუდგენს იმ ისტორიების შესახებ, რომლებიც სტატუსის მიღმაა დარჩენილი. აქ წარსული და აწმყო ერთმანეთშია გადაჯაჭვული, რაც ახლებურად კითხულობს როგორც კლასიკურ მითოლოგიებსა და ფაქტობრივ ნარატივებს, ისე ჩვენ შორის არსებული ისტორიის ნაკვალევს.
მისამართი: ინგოროყვას 10/2
დაწერე კომენტარი