თბილისის ქუჩებში სულ ცოტა ხნის წინ ახალი ეკომეგობრული ტრანსპორტი - "ქარი ამი" გამოჩნდა. იდეა კომპანია "ქარს" ეკუთვნის, რომელიც 2021 წელს მაქსიმე მაჩაიძისა და "აჭარა ჯგუფის" კოლაბორაციით შეიქმნა და ამ დრომდე ელექტრომოპედების საზიარო სერვისს, ტანსაცმლისა და აქსესუარების კოლექციასა და ონლაინჟურნალს აერთიანებდა, ახლა კი მომხმარებელს ელექტრომობილების საზიარო სერვისსაც სთავაზობს. ჯერჯერობით სატესტო რეჟიმში გაშვებული რვა ელექტრომობილი, რომელიც დახვეწილი დიზაინით გამოირჩევა, მომხმარებელს უსაფრთხო მგზავრობის საშუალებას აძლევს, ამავე დროს კი განსაკუთრებულია იმითაც, რომ სხვა ტიპის სატრანსპორტო საშუალებების მსგავსად, გარემოსა და ეკოლოგიაზე მავნე ზემოქმედება არ ახასიათებს. ისევე როგორც ელექტრომოპედების, "ქარი ამის" სერვისიც Qari Electric-ის აპლიკაციაში იქნება ხელმისაწვდომი, სადაც დეტალურად გაეცნობით მანქანის მართვის წესებს და ინსტრუქციას, რისთვისაც B ან B1 კატეგორიის მართვის მოწმობა აუცილებლად დაგჭირდებათ.
ფოტო: Qari
დაწერე კომენტარი