სულ ცოტა ხნის წინ დემიენ ჰირსტის ახალი ნამუშევარი გავრცელდა, რომელიც უკრაინის დროშის ფერებზე პეპლებს გამოსახავს. ნამუშევრის ხილვა 23 აპრილს, ვენეციის 59-ე ბიენალეს ფარგლებში იქნება შესაძლებელი, გამოფენაზე - This Ukraine: Defending Freedom, რომელიც 7 აგვისტომდე გაგრძელდება. დემიენ ჰირსტთან ერთად ექსპოზიცია გააერთიანებს როგორც საერთაშორისო, ისე უკრაინელი არტისტების ნამუშევრებსაც, რომელთა შორის ⁰არიან მარინა აბრამოვიჩი, ტაკაში მურაკამი, JR, უკრაინელი არტისტები - მიკიტა კადანა, ლესია კომენკო და სხვ.


“გამოფენა This Ukraine: Defending Freedom მოგვითხრობს ძალაზე, შემოქმედებასა და მეგობრობაზე, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ის ჩვენს კოლექტიურ თავისუფლებებს ეძღვნება - არჩევანის თავისუფლებას, სიტყვის თავისუფლებას და არსებობის თავისუფლებას”, - განაცხადეს გამოფენის ორგანიზატორებმა.

ავტორი: ანა გაბისიანი