ოლაფურ ელიასონის უახლესი ინსტალაცია, სახელწოდებით Sonnenenergie 22 მიუხენში, მუზეუმ Pinakothek der Moderne-შია განთავსებული. სინათლე, რომელიც კოლოსალური წრიული ფორმის ნამუშევრის მთავარი ელემენტია, ისლანდიელ-დანიელი არტისტის მთელ შემოქმედებაშიც მთავარ როლს თამაშობს.
ნამუშევრის ზედაპირი, რომელიც მზის სინათლეს ირეკლავს, ელიასონის სიტყვებით, “ანალოგურ ფილმს” წარმოქმნის. მაშინ, როცა ცას ღრუბლები ეფარება და ირგვლივ სიბნელეა, ინსტალაციაც ბუნდოვანი და უმოქმედოა, თუმცა მზის სხივების გამოჩენისთანავე სინათლის მონაცვლეობითი პროექცია დედამიწის მოძრაობას მნახველებისათვის თითქოს ფიზიკურად ხელშესახებს ხდის.
“ინსტალაცია მუზეუმ Pinakothek der Moderne-ის ცენტრს სახელოვნებო სივრცესთან ერთად მზის ობსერვატორიად აქცევს. როგორც კი ვიზიტორები შენობის ზედა სართულებზე ინაცვლებენ, სინათლის გამოსახულება ახალი პერსპექტივიდან ხდება ხილვადი და არეკვლაზე პასუხისმგებელი მექანიზმები აშკარავდება. ნამუშევრის სათაური ჩვენს დროში ალტერნატიული ენერგიების გადამწყვეტ მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას”, - განაცხადა კურატორმა მაიკლ ჰერინგმა.
ფოტო: Designboom
ავტორი: ანა გაბისიანი
დაწერე კომენტარი