17-28 მაისს კინოსამყაროში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, კანის 75-ე კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის პოსტერი გუშინ გავრცელდა, რომელზეც ჯიმ ქერია გამოსახული, პიტერ უირის 1998 წლის ფილმიდან “ტრუმენის შოუ”. ღონისძიებას გახსნის მიშელ ჰაზანავიჩუსის ფილმი Z (COMME Z), ასევე კონკურსს გარეშე აჩვენებენ ჯოზეფ კოსინსკის TOP GUN: MAVERICK-ს, რომელშიც მთავარ როლს ტომ კრუზი ასრულებს.

 

Close - Vicky Jewson

 

მაყურებლები მოუთმენლად ელიან რეჟისორ ბეზ ლურმენის ახალი ფილმის - Elvis-ის პრემიერასაც, რომელიც ელვის პრესლის ცხოვრებაზე მოგვითხრობს. სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაც, რომელშიც 18 სრულმეტრაჟიანი ფილმი მონაწილეობს. გთავაზობთ საკონკურსო ფილმების სრულ ჩამონათვალს, რომელთა შორის ფესტივალის მთავარი პრიზის - ოქროს პალმის რტოს მოსაპოვებლად წარდგენილი არიან დევიდ კრონენბერგის, ჟან-პიერ და ლუკ დარდენების, კირილ სერებრენიკოვის, ჰირაკაძუ კორეედასა და სხვა რეჟისორების ფილმები.

Crimes of the Future - David Cronenberg

Holy Spider - ალი აბასი

Les Amandiers - ვალერია ბრუნი

Crimes Of The Future - დევიდ კრონენბერგი

Tori And Lokita - ჟან-პიერ და ლუკ დარდენები

Stars At Noon - კლერ დენი

Frère Et Soeur - არნო დეპლეშინი

Close - ლუკას დონტი

Armageddon Time - ჯეიმს გრეი

Broker - ჰირაკაძუ კორეედა

Nostalgia - მარიო მარტონე

RMN - კრისტიან მუნჯიუ

Triangle Of Sadness - რუბენ ოსტლანდი

Haeojil Gyeolsim (Decision To Leave) - პაკ ჩან-ვუკი

Showing Up - კელი რეიჰარდტი

Leila’s Brothers - საიდ როუსტაი

Boy From Heaven - ტარიკ სალეჰი

Zhena Chaikovskogo (Tchaikovski’s Wife) - კირილ სერებრენიკოვი

Eo - ეჟი სკოლიმოვსკი

 

ფოტო: festival-cannes, mubi, imdb, fmv6

ავტორი: ანა გაბისიანი