Netflix-მა პოპულარული სერიალის - Love, Death + Robots-ის მესამე სეზონის გამოსვლა 20 მაისს დააანონსა და მოკლე ვიდეოსთან ერთად რამდენიმე სურათიც გაავრცელა.

 

 

Love, Death + Robots ანთოლოგიური სერიალია. მასში გაერთიანებული ეპიზოდები საშუალოდ 6-18 წუთამდე გრძელდება და თითოეული მათგანი სხვადასხვა გუნდის მიერაა შექმნილი. სერიალის დებიუტი 2019 წელს გაიმართა, რომელშიც თვრამეტი ეპიზოდი შევიდა, ორი წლის შემდეგ გამოსული მეორე სეზონი კი რვა ეპიზოდისაგან შედგება. გავრცელებული ინფორმაციით, სერიალის ახალი სეზონიც რვა ეპიზოდს გააერთიანებს.

 

ფოტო: Netflix

 

ავტორი: ანა გაბისიანი