27 აპრილიდან 22 მაისის ჩათვლით დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიმართება გამოფენა, სახელწოდებით „ქართული ხელოვნება XX საუკუნიდან დღემდე, ნამუშევრები კერძო კოლექციებიდან“. ექსპოზიცია განსხვავებული მედიუმის, ხელოვანის, იდეოლოგიისა თუ ისტორიული კონტექსტის ნამუშევრებს აერთიანებს და ყურადღებას მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან თანამედროვეობამდე ჩამოყალიბებულ სახელოვნებო სივრცისკენ მიაპყრობს.

 


ვერა ფაღავა


კარლო კაჭარავა

გამოფენის კურატორის გამიზნული სტრატეგიისა და კოლექციების შევსების პოლიტიკა თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის დასაარსებლად ერთგვარ სამომავლო მოდელს წარმოადგენს. ამით კერძო კოლექციებში თავმოყრილი ნამუშევრები ეროვნულ და საგანმანათლებლო მნიშვნელობას იძენს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ალექსანდრე (შურა) ბანძელაძის, ვერა ფაღავას, კარლო კაჭარავას, ლია შველიძის, თეა ჯორჯაძის, თეა გვეტაძის, სალომე მაჩაიძის, დათო მესხისა და სხვა ქართველი ხელოვანების უნიკალური ნამუშევრები.

 

ლია შველიძე

თეა გვეტაძე

 

ნიკა ქუთათელაძე


გთავაზობთ გამოფენის საჯარო და საგანმანათლებლო პროგრამას:

30 აპრილი 16:00 საათი - კოტე ბოლქვაძე - დროში განვრცობილი დიალოგი

7 მაისი 16:00 საათი - გიორგი მაისურაძე - განთავისუფლებული ხელოვნება

14 მაისი 16:00 საათი - ლიზა ჟვანია - ხელოვნება დღეს, კონტექსტი და ხელობა

18 მაისი 20:00 საათი - ღამე მუზეუმში - DJ Night

21 მაისი 16:00 საათი - ლიკა ჭკუასელი - გამოფენის ტური კურატორთან ერთად

22 მაისი (მთელი დღე) - ხატვა მუზეუმში ყველასთვის

 

კურატორი: ლიკა ჭკუასელი

გამოფენის გენერალური სპონსორია SOLO, საქართველოს ბანკი WM.

გამოფენის მხარდამჭერია თბილისის მერია.