2023 წლის 21 ივლისს გრეტა გერვიგის ახალი ფილმის - “ბარბის” გამოსვლაა დაანონსებული, რომლის სცენარზე გერვიგთან ერთად ნოა ბაუმბახმა იმუშავა, მთავარი როლის შემსრულებლად კი მარგო რობი დამტკიცდა. რობისთან ერთად ფილმში მონაწილეობენ რაიან გოსლინგი, კეიტ მაკკინონი, სიმუ ლიუ და ამერიკა ფერერა. რამდენიმე დღის წინ კომპანია Warner Bros. Pictures-მა გადასაღები მოედნიდან ფოტო გაავრცელა, რომელიც მარგო რობის ვარდისფერ მანქანაში, ვარდისფერი დეტალებით სავსე ბარბის სამყაროში აღბეჭდავს. 

 

როგორც მარგო რობი 2021 წლის ინტერვიუში ახსენებს, როცა ხალხს სიტყვა “ბარბი” ესმის, მათი აზრით, უკვე ხვდებიან, თუ რას უნდა ელოდნენ ფილმისაგან, ხოლო როცა იმასაც იგებენ, რომ ფილმის სცენარზე გრეტა გერვიგი მუშაობს და ამასთან მისი რეჟისორიცაა, ხალხი აზრს მაშინვე იცვლის, რადგან ფილმის სიუჟეტის წინასწარმეტყველება სირთულესთან ხდება დაკავშირებული.

 

Barbie-ს სიუჟეტის შესახებ ვრცელი ინფორმაცია ჯერჯერობით ცნობილი არაა, თუმცა ოსკარზე ნომინირებული ფილმების - Lady Bird-ისა და Little Women-ის რეჟისორის, გრეტა გერვიგისაგან მაყურებლები მორიგ საინტერესო და შთამბეჭდავ ფილმს ელოდებიან.

ფოტო:  I-D

ავტორი: ანა გაბისიანი