ლანა და ლილი ვაჩოვსკები ახალგაზრდა ტრანსგენდერების მხარდასაჭერი აუქციონის გამართვას აანონსებენ, რომელიც მათი საკულტო ფილმებისათვის გამოყენებულ ორასამდე ნივთს გააერთიანებს. ამერიკელი რეჟისორების ინიციატივა ბოლოდროინდელ მოვლენებს ეხმიანება, რაც ტრანსგენდერი ადამიანების უფლებების შეზღუდვის რეკორდულ მაჩვენებელს უკავშირდება.  დები ვაჩოვსკები კოლექციას Potter & Potter-ის აუქციონზე წარადგენენ, რომელთა გაყიდვიდან შემოსული თანხა Protect & Defend Trans Youth Fund-ში გადაირიცხება.

 

 

აუქციონი სახელწოდებით Enter the Matrix: The Wachowski Collection 12 მაისს გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება ნივთები სხვადასხვა ფილმებიდან, მათ შორისაა “მატრიცა”, “ღრუბლების ატლასი”, “V ანუ ვენდეტა” და “მერვე გრძნობა”. აუქციონის კატალოგის დათვალიერებას ამ მისამართზე შეძლებთ.

 

 

ფოტო: Dazed

 

ავტორი: ანა გაბისიანი