3 მაისს ნიუ-იორკში, პოლინა ბერლინის გალერეაში, თამო ჯუღელის პერსონალური გამოფენა - Solitaire გაიხსნება, რომელიც სახელოვნებო პლატფორმა Artnet-მა ამ კვირის ყველაზე საინტერესო მოვლენათა სიაში შეიყვანა.
ვეტერანმა გალერისტმა პოლინა ბერლინმა თამო ჯუღელის ნამუშევრები პირველად NADA Miami-ზე იხილა, სადაც მხატვარს Project Artbeat წარმოადგენდა.
თამო ჯუღელის შემოქმედება გამოირჩევა მკვეთრი, ნათელი ფერებითა და აბსტრაქტული და ფიგურატიული მხატვრობის სინთეზით, მის ნამუშევრებში ერთდროულად შეიძლება წავაწყდეთ უცხო, აბსტრაქტულ და რეალისტურ ფიგურებს, კაშკაშა და პასტელური ფერების მონაცვლეობას. მხატვარი წინასწარ განსაზღვრული გეგმის გარეშე, ინტუიციურად ხატავს, რაც შედეგად განსხვავებული პერსპექტივის მქონე სიბრტყეებსა და ჰარმონიას ბადებს. თამო ჯუღელი აბსტრაქციით ცდილობს შეისწავლოს გარესამყარო და ნამუშევრებში ახლებური სახით გადმოსცეს ის, მისთვის არ არსებობს კონკრეტული გამეორებადი თემები და სწორედ ამიტომ, მისი შემოქმედება მუდმივად ვითარდება.
გამოფენაზე დამთვალიერებელს საშუალება ექნება პირველად იხილოს ახალი ტექნიკით შექმნილი აკვარელის ნამუშევრები, ექსპოზიცია 4 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
ავტორი: ლიზა ალფაიძე
დაწერე კომენტარი