თანამედროვე მულტიფუნქციური სახელოვნებო სივრცე “მაუდი” 1-ელი მაისიდან 20 მაისის ჩათვლით ხუთი ახალგაზრდა არტისტი ქალის: ლიზა კვანტალიანის, გვანცა აგირბას, მარიამ გულედანის, თეო მასპისა და თამა კვანტალიანის ჯგუფურ გამოფენას უმასპინძლებს.
გამოფენა “პირველი გაჩერება” აერთიანებს როგორც ფერწერულ ტილოებს, ასევე მცირე ჩანახატებს, რაც დამთვალიერებელს საშუალებას მისცემს დააკვირდეს ნამუშევრის შექმნისა და შთაგონების ძიების პროცესს, უკეთ აღიქვას არტისტთა ემოციები და ამა თუ იმ ტილოს კონტექსტი და სათქმელი.
ავტორი: ლიზა ალფაიძე
დაწერე კომენტარი