ლონდონში, ცნობილი სავაჭრო ცენტრის, Selfridges-ის ტერიტორიაზე JACQUEMUS-ის Pop-Up მაღაზიები გაიხსნა. პროექტს Le Bleu ეწოდება, შთაგონების წყარო კი წყალია. 

სავაჭრო ცენტრის კუთხის მაღაზიაში განთავსებული Pop-up განასახიერებს ბრენდის დამფუძნებლისა და დიზაინერის, სიმონ პორტ ჟაკემუსის სააბაზანოს. სივრცე გაფორმებულია მინიმალისტური ცისფერი მოზაიკით, თუმცა მთავარი უზარმაზარი კბილის პასტა და წყლით სავსე ჭიქაა. 

მეორე Pop-up-ს Old Selfridges Hotel-ში შეხვდებით, ნოსტალგიური მაღაზია წარმოადგენს ძველი საცურაო აუზების გასახდელების დიზაინის სიურრეალისტურ ინტერპრეტაციას, შესამჩნევია ფრანგული კინემატოგრაფიის, განსაკუთრებით კი ჟაკ ტატის გავლენა. სივრცე აერთიანებს რამდენიმე ოთახს, სადაც შესაძლებელია განსხვავებული ვიზუალურ-სენსორული გამოცდილების მიღება.

მესამე მაღაზია Selfridges-ის უკან, ქუჩაშია და უბრალო სავაჭრო ავტომატს წარმოადგენს, რომელიც 24 საათის განმავლობაში მუშაობს, ავტომატით შესაძლებელია ჩანთების ორი ხაზის - Chiquito-სა და Bambino-ს შეძენა.

სამივე Pop-up-ში წარმოდგენილი იქნება მხოლოდ ცისფერი და ლურჯი ფერის ტანსაცმელი და აქსესუარები.

ფოტო: Jacquemus, Highsnobiety

ავტორი: ლიზა ალფაიძე