1988 წელს გამოსული სტუდია “გიბლის” ანიმაცია - “ჩემი მეზობელი ტოტორო” ლონდონში, ბარბიკანის სცენაზე შემოდგომისას გათამაშდება.
ჰაიაო მიაძაკის ანიმაციის ადაპტაციაზე დრამატურგი ტომ მორტონ სმიტი მუშაობს, მუსიკის ავტორი კი კვლავ ჯო ჰისაიში იქნება. სპექტაკლში როლებს მარიონეტები შეასრულებენ, მარიონეტებს კი ცნობილი მეთოჯინე ბეიზილ ტვისტი ამზადებს.
კომპოზიტორმა ჯო ჰიასიშიმ The Guardian-თან საუბარში განაცხადა, რომ იაპონიაში ძალიან უყვართ თეატრი, განსაკუთრებით კი მუსიკალური სპექტაკლები, თუმცა იაპონური დადგმები დანარჩენი მსოფლიოსთვის პრაქტიკულად უცხოა. როგორც კომპოზიტორი ამბობს, მისთვის განსაკუთრებით საინტერესოა “ტოტოროსთან” მიბრუნება, რადგან საშუალება ეძლევა, უნივერსალური, ყველასთვის გასაგები ისტორიით იაპონური კულტურა მთელ მსოფლიოს გააცნოს.
“ჩემი მეზობელი ტოტორო” ზღაპრული ისტორიაა, რომელიც ორი დისა და გიგანტური არსების გარშემო ერთი ზაფხულის განმავლობაში ვითარდება.
დადგმის პრემიერა 8 ოქტომბერს გაიმართება და 15 კვირის განმავლობაში, 21 იანვრამდე გაგრძელდება.
ფოტო: Studio Ghibli
ავტორი: ლიზა ალფაიძე
დაწერე კომენტარი