რუიჩი საკამოტომ კომპილაციური ალბომიდან “For Ukraine Volume 2” საკუთარი კომპოზიცია გამოაქვეყნა, რომელიც უკრაინელ მევიოლინე, ილია ბონდარენკოსთან ერთად არის შექმნილი, კომპოზიციას “Piece for Illia” ეწოდება.

 

 

ალბომის კურატორი კანადელ-ამერიკელი კომპოზიტორი ჰოლი კენიფია. ალბომში არა მხოლოდ საკამოტოს, არამედ რეიჩელ გრაიმის, ეიშა ბარნსის, საიმონ სკოტისა და ბენუა პიულარის კომპოზიციებია შესული.

 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Ryuichi Sakamoto (@skmtgram)

 

გაყიდვიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება რუსეთ-უკრაინის ომში დაზარალებულ უკრაინელთა დასახმარებლად.

 

 

ალბომი 29 აპრილს გამოვიდა. ის აერთიანებს 25 მუსიკოსს, მის გარეკანზე კი უკრაინელი ფოტოგრაფის, მაქს კუკურუძიაკის ფოტოა გამოსახული. 

 

 

ფოტო: GQ France, Thenewordermag, Max Kukurudziak

 

ავტორი: ლიზა ალფაიძე