ფილმს  - ,,Don’t Worry Darling’’, რომელშიც ერთ-ერთ მთავარ როლს ჰარი სთაილსი ასრულებს,  მაყურებლები 2022 წლის 23 სექტემბერს ნახავენ. ფსიქოლოგიური თრილერი თავის მხრივ დაძაბული, საინტერესო და საიდუმლოებით სავსე ჩანს.  მთავარი როლის შემსრულებელი, ფლორენც პუგი, კალიფორნიის უდაბნოში, იდილიურ, ექსპერიმენტებით აღსავსე საზოგადოებაში საკუთარ პარტნიორთან, ჰარი სთაილსის გმირ ჯეკთან ერთად ცხოვრობს.  მთავარი თავგადასავალი სწორედ აქედან იწყება, როდესაც პუგის პერსონაჟი - ალისი, საკუთარი პარტნიორის შესახებ ამოუცნობ გარემოში იწყებს კითხვებზე პასუხების ძიებას. ფილმის ტრეილერი მაყურებელმა უკვე იხილა, მაგრამ ჯერ კიდევ უცნობია,  რა აქვს ჩაფიქრებული უაილდს.

ფილმის სცენარი ,,Booksmart’’-ის მწერალმა ქეით სილბერბანმა, კერი ვან დეიკის და შეინ ვან დეიკის მოთხრობის მიხედვით დაწერა. პუგთან და სტაილსთან ერთად, ფილმში მონაწილეობენ: კრის პაინი, ჯემა ჩანი, კიკი ლეინი, სიდნი ჩენდლერი და ნიკ კროლი.  ცნობილია ასევე ის ფაქტიც, რომ უაილდი რეჟისორის გარდა მეორეხარისხოვანი როლის შესრულებასაც აპირებს. 

უაილდი ამბობს, რომ იგი შთაგონებულია ისეთი ფსიქოსექსუალური თრილერებით, როგორიცაა ,,Fatal Attraction’’ და ,,Decent Proposal’’. მან ასევე შთაგონების წყაროდ მოიხსენია ,,Inception’’ და ,,Matrix’’.  როგორც რეჟისორი აღნიშნავს, ფილმი სასიყვარულო წერილია იმ სურათებისთვის, რომლებიც სცილდებიან ჩვენი წარმოსახვის საზღვრებს.

 

ფოტო: Vanity Fair

ავტორი: თინათინ კეკელიძე