ლეგენდარული ბენდის - U2-ს წევრებმა, ბონომ და ეჯმა კიევში, ერთ-ერთ მეტროსადგურზე, რომელიც ბომბსაფარის ფუნქციას ასრულებს, კონცერტი ჩაატარეს.
მუსიკოსებმა განაცხადეს, რომ ისინი უკრაინაში ქვეყნის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სპეციალური მიწვევით აღმოჩნდნენ.
ყველასთვის მოულოდნელად გამართულ კონცერტზე მომღერლებმა ბენ ე. კინგის სიმღერა "Stand by Me", თავიანთი შემოქმედებიდან კი "With or Without You" და "Queen of Harlem" შეასრულეს.
ბონოსა და ეჯს რამდენიმე კომპოზიციის შესრულების შემდეგ უკრაინული ბენდის, ანტიტილას წევრებიც შეუერთდნენ.
ფოტო: Insider, France24, Newsfet, Pledge times, U2
ავტორი: ლიზა ალფაიძე
დაწერე კომენტარი